ამირი ბარაკა /ალექსანდრ ბრენერი/

brener

 

 

 

 

 

თარგმანი  რუსულიდან გ.წურწუმია გ.ხასაია

არის ამერიკელი პოეტი ამირი ბარაკა

მის სახელს უნდა გაერითმოს სიტყვა ”ატაკა” და არა ”მაკაკა”

ამირი ბარაკამ განვლო  ცხოვრების  ნაყოფიერი გზა

ვერცხლისწყალივით კი არ დაგორავდა ხან -სად ხან -სად

გვერდს ვერ აუვლი  მას-

შენით გასავლელ გზას!

თავიდან ბარაკა იყო დეპოლიტიზირებული ბოჰემური მგოსანი

მწერალ-ბიტნიკებთან ძმაკაცობდა და ბერეტით თავს იმოსავდა

თვითმკვლელობას აჯანყებაში ურევდა როგორც ტიპური ევროპული მასხარა

ფაღარათივით წყალწყალა ლექსებს ასხამდა

როგორც ქოთნის ჰაშიში-

არავისთვის საშიში!

1965 წელს ნიუ-იორკში სიცოცხლე მოუსწრაფეს მალკოლმ იქსს

(რომელიც ზანგებს  ჰარლემიდან გამოუძღვა, სკანდირებით ” No pigs!”)

ამირი შეიძრა ამ სიკვდილით, როგორც კატა პარაზიტი გლისტებით

ბარაკა მანიფესტირებდა ” მე შავი ნაციონალისტი ვარ ”

ესთეტიზმი და ბოჰემა კმარა!

პოლიტიკური თემები ჩქარა!

ნაციონალიზმი საინტერესო რამაა-ჯოხია ორი ბოლოთი

ერთის მხრივ -განმანთავისუფლებელი მეცნიერებაა, მეორეს მხრივ – ცუდია და ბოროტი

ერთის მხრივ ნიადაგია ბუნტისთვის, მეორეს მხრივ- ბურჟუაზიული გაგებაა

დიახ, ძვირფასო გრამში ყველა მხრიდან მახეა დაგებული

ინტერნაციონალისთვის

ყველამ შევავსოთ სასმისი!

უპოვართა სოლიდარობა მათ  ტომზე  ენაზე ან  ფერზე უპირატესია

”რევოლუციის გარეშე არ არსებობს თვითგამორკვევა”- ცხადი გახდა შავი პოეტისთვის

კულტურაში, ისევე როგორც ეკონომიკაში , უნდა დაინგრეს კაპიტალიზმი

კონკურენცია, ექსპლუატაცია , ლაქიაობა და ავტორიტარიზმი

მარქსი და მესამე სამყაროს ერები

ჩამოკიდებენ პლანეტას ყვერებით!

ცხოვრება  წინააღმდეგობაა. იდეების და წიგნების ომია

ბარაკა სოციალიზმში თავისით მოვიდა, შეგირდად არავის დადგომია

სოციალიზმი  თვითკრიტიკაა, აზროვნება და ჩართულობა. ნახმარო მრავალჯერ

ჭაღარა სიტყვებო ვერ გიტანთ გააჯვით

მაგრამ მაინც ახსოვთ  ამათ-

ხალხი ევნო და ეწამა…

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in თარგმანები. Bookmark the permalink.

Leave a comment