კოსმოპოლიტური სალამი /ალენ გინზბერგი/

allen_ginsbergFlower

 

 

 

 

 

 

 

თარგმანი ინგლისურიდან  გ.წურწუმია 

აუჯანყდი ხელისუფლებებს, აუჯანყდი ღმერთს.

ნუ აიღებ პასუხისმგებლობას.

თქვი მხოლოდ ის, რაც ვიცით და წარმოგვიდგენია.

აბსოლუტებს გვტენიან.

ცვლილებაა აბსოლუტი.

უბრალო გონება გულისხმობს მარადიულ აზრებს.

დააკვირდი იმას, რაც აშკარაა.

შენიშნე, ის, რასაც მართლა შენიშნავ.

იგრძენი, რომ აზროვნებ.

სიმართლის არჩევა შენი უფლებაა.

თუ ვინმეს წარმოჩენას არ ვცდილობთ, ყველაფრის დაწერის უფლება გვაქვს.

გახსოვდეს მომავალი.

რჩევა მხოლოდ საკუთარ თავს მიეცი.

სასმელი აყლევებს.

ორ დაპირისპირებულ მოლეკულას ჭირდება დამკვირვებელი, რომ სამეცნიერო ღირებულება მიანიჭოს.

აინშტაინის შემდეგ, ფენომენალური სამყაროს სახეს საზომი ინსტრუმენტი განსაზღვრავს.

სამყარო სუბიექტურია.

უოლტ უიტმენმა დიდებით შემოსა პიროვნება.

ჩვენ ვართ დამკვირვებლები, საზომი ინსტრუმენტია თვალი, დაკვირევბის საგანია პიროვნება.

სამყაროა პიროვნება.

განუსაზღვრელი სივრცით თავის ქალის შიგნით და გარეთ.

გონება ღია კოსმოსია.

”თითოეული იწვა ლოგინში და უხმოდ ელაპარაკებოდა საკუთარ თავს.”

”პირველი აზრი, საუკეთესო აზრია”

აზროვნებას აქვს ფორმა, ხელოვნებას აქვს ფორმა.

მაქსიმალური ინფორმაცია, მარცვლების მინიმალური რაოდენობა.

სინტაქსი ბლანტია, ბგერაა მყარი.

სამეტყველო იდიომების ინტენსიური ფრაგმენტები, კიდევ უფრო მაგარია.

თანხმოვანი აძელევს აზრს ხმოვანს.

დატკბი ხმოვნებით, იფიქრე თანხმოვნებით.

სუბიექტს ვიცნობთ იმით, რასაც ის ხედავს.

სხვები ზომავენ საკუთარ ხედვას, იმით რასაც ჩვენ ვხედავთ.

მიუკერძოებლობა კურნავს პარანოიას.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in თარგმანები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s