სასიყვარულო ლექსი უიტმენის მოტივზე /ალენ გინზბერგი/

Whitman

 

 

 

 

თარგმანი ინგლისურიდან  გ.წურწუმია გ.ხასაია

შევიპარები საწოლ ოთახში და საქმროსა და საცოლეს შუაში ჩავუწვები.

თითქოს ციდან ჩამოცვივდნენ ეს  სხეულები,

შიშვლები და აღელვებულები,

სიბნელეში მომლოდინენი შუბლზე შემოწყობილი მკლავებით.

სახეს ვრგავ მათ მხრებსა და ძუძუებში, კანს ვუყნოსავ

ხელით ვეხები, ვკოცნი ყელსა და ტუჩებში,

ფეხები აწეული და მოხრილია

და უკანალიც მზადაა

რომ სიბნელეში მიიღოს ყლე

ამდგარი და დავდასასხმელად გამაგრებული.

შიშველი სხეულები კანკალმა აიტანა,

ვნებიანი ბარძაყები  და ტუჩები ერთმანეთს ეკვრიან

და თვალები, ელვარე და ფართოდ გახელილი მომაჯადოვებელი თვალები , კვნესა, ხმები, ხელები ჰაერში, ხელები ფეხებშუა, ხელები სინოტივეში  დარბილებულ ბარძაყებზე,

მუცლის ფეთქვა, დაჭმუჭნულ ზეწარზე თეთრი სითხის გადმოღვრამდე.

და პატარძალი  ტირილით ითხოვს  პატიებას,

და საქმრო რისხვისა და თანაგრძნობის  ცრემლით იხრჩობა

და მე ლოგინიდან ვდგები, ხელახლა ვიგზნები გამოსამშვიდობებელი  ინტიმური ჟესტებითა და კოცნებით –

ეს მანამ, სანამ გამომეღვიძება, ფარდებსა და  დახურულ კარებს მიღმა,

ჩაბნელებულ სახლში,

სადაც   იქაურები დაუკმაყოფილებლობისგან დაწანწალებენ ღამით

შიშველი მოჩვენებები, ერთმანეთს რომ ეძებენ ბნელში

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in თარგმანები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to სასიყვარულო ლექსი უიტმენის მოტივზე /ალენ გინზბერგი/

  1. shota iatashvili says:

    ვა, ეს ლექსი მეც მაქვს ნათარგმ შორეულ 90-იანებში. აი, ასე ჟღერს ჩემი ვარიანტი:

    სასიყვარულო ლექსი უიტმენის თემაზე

    ჩუმად შევალ საწოლ ოთახში და ჩავწვები ნეფესა და პატარძალს შორის.
    სხეულნი, ციდან ჩამოცვენილნი, მომლოდინედ გაშოტილან შიშველნი და მოუსვენარნი,
    და მკლავები წკვარამიდან გამომკრთალი თვალების ზემოთ მისვენებულან.
    მათ გულმკერდში ჩავრგავ სახეს, კანს შევისუნთქავ,
    კისრებს და ტუჩებს დავკოცნი და მოვეფერები – ისე ვიზამ, რომ კვლავ გაიპონ,
    და ფეხებიც მომლოდინედ გადაიშლება. ასოს შევყოფ სიბნელეში და მივაწვები,
    რომ აღვაგზნო სუყველაფერი ნასვრეტიდან თმის ძირებამდე.
    სხეულები, შიშვლები და ერთმანეთში ჩახვეულები, შეწებებული ცხელი ტუჩები და დუნდულები,
    და თვალები, მათი კვესა, ჯადო, მიბნედა, დაჭყეტილობა,
    მოძრაობათაგან აღმომხდარი კვნესა, ხმები, და ხელები ჰაერში და ფერდს და ფერდს შორის,
    სველი თითები დარბილებულ თეძოებზე, შეკუმშული მუცლების თრთოლვა,
    სანამ აბურდულ ზეწრებს შორის თეთრი სითხე არ გადმოსკდება
    და პატარძალი არ დაიყვირებს პატიებისთვის, ხოლო ნეფე რისხვისა და თანაგრძნობის ცრემლებით არ დაიფარება,
    და არ ავდგები ლოგინიდან ავსებული უკანასკნელი ინტიმური ჟესტებით და ბოლო კოცნებით –
    და გონება არ გაიღვიძებს, დარაბების და დაკეტილი კარებების მიღმა მქრქალ სახლში,
    იქ, სადაც ვნებამოუკლავი ოხვრა ისმის მაცხოვრებლების
    და მის გარეთ, სიჩუმეში, შიშველი სულები დაეძებენ ერთიმეორეს.

    • მშვენიერია. ერთად თავმოყრილი გაქვს სადმე იმ დროის თარგმანები თუ გაფანტულია? ჩვენ გვინდა (არ ვიცი რა გამოვა) მე-20-ე საუკუნის ამერიკული ეროტიკული/პორნოგრაფიული პოეზიის პატარა ანთოლოგიის გაკეთება მშპ რო გაორმაგდება საქართველოში:) გამოგვადგებოდა, არა კრებულში შესატანად, მიმართებისთვის უფრო. ბევრი იმდროინდელი ლიტერატურული პროექტი ვიცით და სხვ. მარა მგონია, რომ იმ მასალებს ინტერნეტში მაინც უნდა გამოდება, 90-ანების ლიტ. ცხოვრებაზე საერთოდ ცალკეც შეიძლება საიტის გაკეთება, სადაც თავს მოიყრის ტექსტუალური და აუდიო/ვიდეო მასალა. ყველაზე ცუდ დღეში ახალგაზრდები არიან, არ ყოფნით მეხსიერება, არადა იმდროინდელ ჟურნალებს რომ ვფურცლავ, ასეთი წყვეტის წინასწარმეტყველება არ არის იქ, იმედის არომატს ტოვებს. გამოდება უნდა რაღაცებს ინტერნეტში, საგრძნობლად შეცვლის ეს რაღაცეებს.

  2. shota iatashvili says:

    “მერანმა” გამოსცა მგონი 2001-ში ჩემი თარგმანები სახელწოდებით “ამერიკელი პოეტები”. 10-ზე მეტი ავტორია, თუმცა ზოგის 1-2 ლექსი. იქაა გინსბერგის “ყმუილიც”, “მზესუმზირას სუტრაც” და კიდევ რამდენიმე ლექსი, მათ შორის ესეც.
    რა ვიცი, თქვენ თუ მოაბამთ ამას თავს, მოგაწვდით ჩემს ტექსტებს, რაც გამოგადგებათ.

  3. ევსტათი მცხეთელი says:

    ისევ და ისევ ეს უხამსობანი! ვერ ხვდებით, რომ ამით თქვენ სხვა ადამიანების უფლებებს ლახავთ? ისეთი ტენდენცია შეიმჩნევა თითქოს ურავცლესობის უფლებები ბოლომდე უნდა გაითელოს ამ ქვეყანაში!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s