კომუნიზმის იდეა /ჯორჯო აგამბენი/

agamben

 

 

 

 

 

 

(ფრაგმენტი წიგნიდან “პროზის იდეა”)
თარგმანი გ.წურწუმია გ.ხასაია

 

პორნოგრაფიის ნამდვილი შინაარსის ძებნას თუ შევუდგებით, ის მაშინვე წამოაყენებს საკუთარ უბრალო და გულუბრყვილო პრეტენზიებს ბედნიერებაზე. ბედნიერების ამ სპექტაკლის არსებითი თვისება ის არის, რომ მისი სცენაზე დადგმა სრულიად შეუძლებელია: როგორიც არ უნდა იყოს საწყისი პოზიციები, სპექტაკლი სექსით უნდა დასრულდეს. პორნოფილმი, რომელშიც გაუთვალისწინებელი უბედურების გამო ეს არ მოხდება, ნამდვილი შედევრი იქნებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში  ის უკვე აღარ ჩაითვლებოდა პორნოფილმად. ამ აზრით, სტრიპტიზი წარმოადგენს მოდელს ნებისმიერი პორნოგრაფიული სიუჟეტისთვის. ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, ყველაფერი იწყება ნებისმიერ სიტუაციაში წარმოდგენილი ჩაცმული ადამიანებით, და ყველაფერი, რაც შეიძლება მათ მოულოდნელად შეემთხვათ, თავსდება ამ ადგილას, იმის მიხედვით თუ როგორ მიუახლოვდებიან  ერთმანეთს და ბოლოსდაბოლოს გაიხდიან. (პორნოგრაფიის სიუჟეტი ისევე მკაცრადაა განსაზღვრული, როგორც კლასიკური ლიტერატურის სიუჟეტი: აქ სიურპრიზების ადგილი არ არის, ხოლო ავტორის ნიჭი ვლინდება ერთი და იგივე მითოლოგიური თემის შეუმჩნეველ ვარიაციებში). აქ მთელი სიცხადით ავლენს  თავს პორნოგრაფიის მეორე არსებითი თვისება: ბედნიერება, რომლის დემონსტრირებასაც ახდენენ, ყოველთვის ანეგდოტურია, ყოველთვის გამონაგონია, ამოგლეჯილი ფრაგმენტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საგნების ბუნებრივ წესრიგთან: ნატურალიზმი, რომელიც  ტანსაცმლის ძირს დავარდნასთან ერთად ქრება, ყოველთვის  პორნოგრაფიის დაუძინებელი მტერი იყო. ზუსტად ისევე, როგორც პორნო ფილმს აზრი დაეკარგებოდა სქესობრივი აქტის გარეშე, ბუნებრივი სექსუალობის უბრალო გამოსახვასაც არ შეიძლება პორნოგრაფია ეწოდოს.

პორნოგრაფიას აქვს თავისი უცვლელი პოლიტიკური მნიშვნელობა – ეს არის დემონსტრაცია იმის, რომ შესაძლებლობა, იყო ბედნიერი, იმალება ყველაზე არაფრისმთქმელ და ყოველდღიურ სიტუაციებში. პორნოგრაფიის ჭეშმარიტებას, რომელიც  მიღმაა შიშველი სხეულების,   რომლებმაც გაავსეს ვერცხლის საუკუნის მონუმენტური ხელოვნება, არ აყავს ყოველდღიური ცხოვრება სიამოვნების მწვერვალებზე, არამედ უჩვენებს ნებისმიერი სიამოვნების გამოუსწორებლად ეპიზოდურ ხასიათს – მთელი უნივერსალობის შინაგან უმიზნობას. აი რატომ არის, რომ პორნოგრაფია  თავის მიზანს მხოლოდ სახეზე აღბეჭდილი ქალური სიამოვნების დემონსტრირებით აღწევს.

რას იტყოდნენ პორნოფილმების პერსონაჟები, ჩვენი ცხოვრების მაყურებლები რომ გამხდარიყვნენ? მაგრამ ჩვენ ოცნებებს არ შეუძლიათ ჩვენი დანახვა- ამაშია უტოპიის ტრაგედია. მკითხველმა და პერსონაჟმა ადგილები უნდა გაცვალონ – ეს ნებისმიერი კარგი (წა)კითხვის წესია. იმის გამოკლებით, რომ აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, თუ როგორ ვსწავლობთ საკუთარ ოცნებებში ცხოვრებას, არამედ ის, თუ  როგორ სწავლობენ ისინი (ოცნებები) ჩვენი ცხოვრების (წა)კითხვას.

“და მაშინ შეიძლება მოგვეჩვენოს, მთელი სამყარო უკვე ძალიან, ძალიან დიდი ხანია ფლობს ოცნებას იმაზე, რისი ცნობიერების ფლობაც მართებს მხოლოდ, რათა ნამდვილად ფლობდეს”. კეთილი, მაგრამ როგორ დავეუფლოთ ოცნებებს, სად ინახება ოცნებები? ცხადია, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ რაღაცის განსახორციელებლად არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე ადამიანი, რომელმაც ყველა ოცნება აიხდინა:ეს მხოლოდ ეჭვიანობაა მაბეზარი სოციალ-დემოკრატიისა პორნოს მიმართ. მაგრამ ეს არ არის მოჩუქურთმებულ მისაღებ ოთახში დასადები საგანი, გაწყობილი ჟასმინებითა და ვარდებით, რომლის შეხებაც არ შეიძლება. ძველი იდეალები ხომ იფანტებიან, როცა რაღაც ახალი მოდის – სწორედ ეს არის მეოცნების ცინიკური საიდუმლო.

ბაზლენი ამბობდა: ის, რაზეც ვოცნებობთ, ერთხელ უკვე გვქონდა – დიდი ხნის წინ, იმდენად დიდი ხნის წინ, რომ არც კი გვახსოვს. მაგრამ  არა წარსულში, – ჩვენ ამის შესახებ რაიმენაირი ჩანაწერიც კი არ გვაქვს. კაცობრიობის განუხორციელებელი ოცნებები და იმედები წარმოადგენენ აღდგომის შეუპოვარ გამოკრთომებს, რომლებიც მზად არიან გამოჩნდნენ ბოლო დღეს. და მათ არ ძინავთ მდიდრულად მორთულ მავზოლეუმებში გამოკეტილებს, არამედ გამოკიდებულნი არიან ჩვენი ენის ცის კიდეზე და ვარსკვლავებივით ანათებენ  და  ჩვენ ვერც კი ვარჩევთ  მათ თანავარსკვლავედებს.  იმას რაზეც არც კი ვოცნებობდით. როგორ დაიჭიროს ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავები, რომლებზეც არც კი ვოცნებობდით – ეს არის კომუნიზმის ამოცანა.

 

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in თარგმანები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s