გივი მარგველაშვილის უხამსი კითხვები /ვაკო ნაცვლიშვილი/

givi margvelashvili

 

 

 

 

 

გუშინ, 1 თებერვალს გივი მარგველაშვილს ქართულ-გერმანულ კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თუმანიშვილის შეუვსებელ დარბაზში მისივე სახელობის პრემია გადასცეს. სცენაზე ასული ხნიერი პოეტი ბავშვივით ცქმუტავდა. როცა პუბლიკა ფეხზე წამოუდგა, ირონიული მოძრაობებით გაიმეორა დარბაზის რეაქცია, ტაში შემოკრა. ფოტოობიექტივში მოცქირალმა გურამ წიბახაშვილმა გადაღება შეწყვიტა და სცენიდან ჩამოსვლაში დაეხმარა. ამაღელვებელი და დიდებული ჟესტი იყო.

გივი მარგველაშვილი ქებას იმსახურებს. მისი მცირე თარგმანებიც კი, რომლებიც ქართულ ენაზე იძებნება, უკვე იძლევა მწერლის მიერ ბიოგრაფიული გამოცდილების მართვის კარგ მაგალითს. მარგველაშვილი უარს არ ამბობს საკუთარ ცხოვრებისეულ თავგადასავალზე, მაგრამ იგი ახერხებს ამ უკანასკნელის მოთვინიერებასა და მენეჯმენტს, დისტანცირებას იქ, სადაც ეს საჭიროა, და თავის გამოცდილებას უწყვეტი დიალოგის რეჟიმში ამყოფებს ლიტერატურასთან.

ფილოსოფოსი ბორის გროისი ერთ წერილში ლაპარაკობს ლიტერატურასთან ქცევის წესებზე. არსებობს ლიტერატურასთან ურთიერთობის ისეთი არაფორმალური წესები, რომლებიც ნებას არ გვრთავს დავსვათ კითხვა: “სწორად მოიქცა ტატიანა, ონეგინს წერილი რომ მისწერა?” ამ კითხვის დასმის შესაძლებლობის აკრძალვა, მისი უკულტურობა, მკითხველის ინტერესის თუ ცნობისმოყვარეობის ბლოკირება ლიტერატურული კონვენციის მთავარ ნიშან-თვისებას წარმოადგენს. დერიდა, თავის მხრივ, ბოდლერის “ყალბ მონეტაზე” წერისას, შენიშნავს, რომ ყალბი მონეტა, როგორც ასეთი, არ არსებობს, როგორც კი ყალბ მონეტას განხილვის საგნად ვაქცევთ, ამოვიცნობთ, იგი წყვეტს არსებობას. სწორედ უკულტურო შეკითხვის დასმის შეუძლებლობით (“ბოდლერის მონეტა მართლა ყალბი იყო?”), ასეთი კითხვის დასმის უკულტურობად, უხამსობად აღიარებით მუშაობს ლიტერატურა.

გივი მარგველაშვილი კი სწორედ ასეთ უკულტურო კითხვებს სვამს. ასე იქცევა იგი მინიატურებისა და რომანების ციკლში, რომელსაც, პირობითად, ლიტერატურული კორექტურა შეიძლება ვუწოდოთ. იგი სვამს უხამს, პარადიგმატულად არალიტერატურულ კითხვებს და პერსონაჟთა არსებობის სხვადასხვა შესაძლებლობებს გვთავაზობს. ისააკი გაურბის დანამომარჯვებულ მამას (“ისააკის გაქცევა ბეთლემში”), xx საუკუნის ქრისტიან რაინდთა თორმეტკაციანი ჯგუფი ბეთლემში მიდის ჰეროდეს რაზმისგან ჩვილ ბავშვთა დასაცავად (“უზენაესი კორექტურა”), შილერის ლექსის გმირი ახალგაზრდა კუნიგუნდე თავისი ლოჟიდან აღარ ჩააგდებს ხელთათმანს ლომებით azსავსე არენაზე (“ხელთათმანი”)… ყველა ეს წერილი მარგველაშვილის პირობითი, ნაგულისხმევი უკულტურო კითხვების პასუხებია.

ერთი შეხედვით, შეიძლება, მოგვეჩვენოს, რომ მარგველაშვილთან საქმე პოსტმოდერნულ ჟონგლიორობასთან გვაქვს. მაგრამ მისი ამ თამაშის უკან უფრო არსებობის სხვადასხვა შესაძლებლობის ჰაიდეგერისეული ვარიაციებია. პერსონაჟები არათემატურად იქცევიან: მარგველაშვილის უხამსი კითხვები ათავისუფლებს მათ.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to გივი მარგველაშვილის უხამსი კითხვები /ვაკო ნაცვლიშვილი/

  1. მორდეხაი says:

    მადლობა კარგი ანალიზისთვის, ძალიან მომეწონა ეს სტატია, უბრალოდ ერთ რამეს შეგისწორებთ, თუ ნებას მომცემთ – გივი მარგველაშვილი პოეტი არ არის, იგი რომანებს წერს. გთხოვთ ჩაასწოროთ🙂
    გმადლობთ,

    • “უბრალოდ ერთ რამეს შეგისწორებთ, თუ ნებას მომცემთ – გივი მარგველაშვილი პოეტი არ არის, იგი რომანებს წერს.” -ra tqma unda, avtorma kargad icis es, tu daakvirdebit arsad uweria, leqsebs werso:) givi margvelashili poetic aris, cxadia.

  2. გაბრიელ დაფანჩული says:

    გრცხვენოდეთ! ამგვარი კომენტარებით თქვენ შეურაწყოფას აყენებთ დიდებულ მწერალს. განა შეიზლება განათლებულმა ადამიანმა უხამსობა დასწამოს ბატონ გივის ცილად?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s