შვიდი ახალი მოთხრობა სტალინზე /დ.ა.პრიგოვი/

stalin

 

 

 

 

 

 

 

თარგმანი რუსულიდან გ.წურწუმია გ.ხასაია

1.
ერთხელ, ბავშვობაში, სტალინმა მეგობართან ერთად ხორცის მაღაზიასთან ჩაიარა. ხელი სტაცა ხორცის ნაჭერს და გაიქცა. დაიჭირეს და ეკითხებიან:”შენ მოიპარე?” “არა, – პასუხობს, იმან მოიპარა”. და მეგობარი იქვე შუაზე გაგლიჯეს.

2.

ხალხს ძალიან გაუჭირდა ცხოვრება. ბუნტს აწყობენ. მეფე იძახებს სტალინს და ეუბნება:”შეიტყუე ხალხი სენატის მოედანზე” . სტალინმა ხალხი მიიყვანა, იქ კი ჟანდარმები დგანან. დაიწყეს სროლა, ყველა დახოცეს. მილიონზე მეტი.

3.

ერთხელ სტალინთან მივიდნენ ტროცკი, ზინოვიევი და ბუხარინი და უთხრეს: “არ ხარ მართალი, მოდი, ვილაპარაკოთ”. სტალინმა საწერი მაგიდიდან პისტოლეტი დააძრო და სამივე ადგილზე მოკლა. გვამები კი, ბრძანა , სასწრაფოდ დაემარხათ.

4.

ერთხელ სტალინი ლენინთან ჩავიდა გორკიში. ნახა, რომ იქ არავინ იყო და ლენინი აკუწა. გვამი კი სასწრაფოდ დამარხა. დაბრუნდა მოსკოვში და თქვა:”ლენინი მოკვდა. ყველაფერი მე მიანდერძა”.

5.

ერთხელ სტალინთან მისი ცოლი მივიდა და უთხრა: “რატომ წაართვი საწყალ ქალს მთელი ფული. ეს ცუდია..” სტალინმა საწერი მაგიდიდან პისტოლეტი დააძრო და ადგილზე მოკლა. გვამი კი, ბრძანა, შეუმჩნევლად დაემარხათ.

6.

ერთხელ სტალინთან ნიკიტა ხრუშჩოვი მივიდა და ეუბნება:”არ ხარ მართალი, მოდი, ვილაპარაკოთ.” სტალინმა საწერი მაგიდიდან პისტოლეტი დააძრო, მაგრამ ხრუშჩოვმა დაასწრო და მოკლა სტალინი. გვამი კი, ბრძანა, შეუმჩნევლად დაემარხათ.

7.

ერთხელ სტალინი ქუჩაში მიდიოდა. ხალხმა იცნო და აყვირდა:”აი, ის, სტალინი!”. სტალინი გაიქცა, ხალხი მიყვა. წამოეწივნენ, ნაკუწებად აქციეს, დაწვეს, ფერფლი კი მდინარე მოსკოვში გადაყარეს.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in თარგმანები and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to შვიდი ახალი მოთხრობა სტალინზე /დ.ა.პრიგოვი/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s