მძულს! /ალექსანდრ ბრენერი/

rolling

 

 

 

 

 

 

 

თარგმანი- გიორგი ხასაია გიორგი წურწუმია

 

დღეს დიდ მაღაზიაში ვფურცლავდი

მდიდრულ წიგნს სახელწოდებით ”როლინგ სტოუნზი”.

ოდესღაც მიყვარდა ეს  როკ-ჯგუფი

და მომწონდა კიტ რიჩარდსის

თითქოს ხისგან გამოჩორკნილი სიფათი

უხეში და ძლიერი ნაოჭებით.

აი, ვათვალიერებ მათ ფოტოებს

სადაც სცენაზე  ყლეპროჭაობენ, გამოუსწორებლები

თავიანთ შესანიშნავ შარვლებში, პიჯაკებსა

და პერანგებში

ვათვალიერებ მათ ფოტოებს,

სადაც ცოლ-შვილთან ერთად

თაიგულებით ხელში პოზირებენ

თავიანთ მისაღებ ოთახებში

და ვგრძნობ რომ მძულს ისინი!

ნუთუ არ უწყიან, რომ აფრიკაში

შიმშილისგან სკდება მიწა

და ადამიანებს ქუსლები უსკდებათ

რომ ანგლოსაქსონური რასა

ამცირებს ფერადკანიან ნაბიჭვრებს?

ნუთუ ვერ გრძნობენ, რომ მე და ჩემს ოჯახს

ფული გვჭირდება?

ნაძირლები!  მთლად გამოსირდნენ!

გული მერევა მათი სიფათების დანახვაზე!

ჩემთვის აუტანელია მათი მუსიკის მოსმენა!

ეს რა ჯანდაბის როკია ?!

მოვითხოვ, ახლავე, დაუყოვნებლივ

განაწილდეს პლანეტის ფულადი სახსრები ისე

რომ ყველა ადამიანმა თანაბრად მიიღოს

სამყაროში მბრუნავი

ყველა დოლარი, ფრანკი, ლირა, ფუნტი და მარკა

ასევე ოქროს ზოდები.

ახლავე, დაუყოვნებლივ!

 

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in თარგმანები and tagged , . Bookmark the permalink.

6 Responses to მძულს! /ალექსანდრ ბრენერი/

  1. polemos0108 says:

    საინტერესო იდეეა. მაგრამ მგონი შეუძლებელი. The Rolling Stones რას ერჩი ცოტაა სხვა მდიდრები.

    • ჰოლდენ კოლფილდი says:

      ჩემი აზრით.. როლინგ სტოუნზს მეტი მოეთხოვება, რადგან როკს მღერის… ბილ გეიტსს არ მოეთხოვება ისე ძაან…

  2. კარლ მარქსი და ფრიდრიჰ ენგელსი says:

    კარგით რა, კარგით! ეს რა დოზანაა? ლექსებია თუ ლელნინის გამოსვლები! მოეშვით ხელოვანების შეურაწყოფას!

    • proletarian says:

      “ლენინის გამოსვლები” ყველაზე საუკეთესო ხელოვნებაა!

  3. lulleby says:

    მოძველებულია.ნწ. იდეაზე ვამბობ. აფრიკაში მოშიმშილეები და რამე. არ ღირდა თარგმნად.

    • ჰოლდენ კოლფილდი says:

      ეგაა უბედურება რო მოძველებული გეჩვენებათ.. როცა აღარ იქნება ეგ პრობლემა, მაშინ მოძველდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s