ლაბორატორია 1918

lab18

მგონია, რომ “ლაბორატორია 1918” 1 მაისს დაიბადა როგორც ანგარიშგასაწევი მემარცხენე მოძრაობა. 1 მაისს, მზიან და მრისხანე დღეს ამ ახალგაზრდებმა გამოკვეთეს საკუთარი სახე – სიმპათიური, ჭკვიანი და სექსუალური. მათ ლიბერალურ ჩუჩუნა, ნაცრისფერ დღის წესრიგში წინააღმდეგობის მნიშვნელოვნი პრეცედენტი შექმნეს. ადრე ისინი ბარელიეფები იყვნენ დღეიდან კი – გორელიეფები. მათ უჩვენეს მთავარი – უფლებებს არავინ მოგართმევს, ეს უფლებები მოსაპოვებელია!

ისინი მზად აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ ასფალტზე ეთრიათ მათი სხეულები, ყელში ეგრძნოთ პოლიციელის დონდლო თითები, მათ ჟანგბადი არ ყოფნიდათ სახელმწიფოს იღლიაში თავგაჩრილებს, მაგრამ მაინც წინ მიიწევდნენ. ჩვენ ვნახეთ ეს კადრები. ვნახეთ მათ, ვისთვისაც ყოველთვის მიუღებელი იყო პოლიციის მხრიდან ძალადობა, მათაც, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ძალადობას ამართლებდა და ახლა მოულოდნელად გულჩვილები გახდნენ და მათაც, ვინც გულისამრევი ხითხითით (“ესენი სისტემას არ ანგრევდნენ?”) შეხვდა ახალგაზრდების დაკავების კადრებს. და სახელმწიფოს იღლია? – ის ისევე ყარს როგორც ადრე, როგორც ცოტა ხნის წინ, როგორც მაშინ, როგორც უწინ, როგორც აწი…

თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ლაბორატორია 1918

  1. zaalKaroviev says:

    პოლიციის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
    ის რასაც ვხედავთ ვირტუალურის განსხეულებაა: ის ლეგიტიმურია.მას უფლება აქვს სპერმით აგიდღვიბოს სახე (ბოდიში, ამ სასიცოცხლო ელექსირის დემონიზაციისთვის).
    საინტერესოა,თუ რატომ საუბრობენ,აწვალებენ, მშრომელები,დაქირავებულები,ჟურნალისტები როგორც სახელმწიფო. რატომ საუბრობს სახელმწიფო ჩემი ხორხით?
    ყველაზე ბანძი მონსტრი, ბანძთა შორის . . .
    და კიდევ ”ნეიტრალური” პოზიცია

  2. Niko says:

    ამაზრზენიაა უკვე ეს ყველაფერი , რა 1918 რის ლაბორატორია , გონს მოეგეთ ხალხო , ქართველი ხალხიი ის ხალხია რომელსაც ყოველთვის სჭირდება სიმკაცრე, კიდე მადლობა უნდა თქვან უარეს დღეში რომ არ ჩააგდეს ეს ხალხი. მარტო კადრები ვნახეე და არ ვიცი რის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი , მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიციი. დღეს სტუდენტმა უნდა ისწავლოს და როცა დაამთავრებს სწავლაა განათლებას მერ ეუნდა გააკეთოს სწორდი არჩვეანი მის ცხოვრებაში თუ რა უნდა. სტუდენტთა მასსა უმართავია და მათი აზრი არა არის სტაბილური. (ყველაზე არ მაქვს საუბარი )

  3. “სტუდენტთა მასსა უმართავია”
    ოპაა

  4. არ ხართ ბატონო Niko მართალი, რადგან სტუდენტი ბავშვთა-ბაგის ბავშვი არ არის, რომ არ ესმოდეს და ვერ არჩევდეს შავსა და თეთრს…..ალბად კარგად იცით,რომ საქართველოში და არა მარტო ჩვენთან, უდიდესი ძალაა ეს თაობა ნებისმიერი მანიფესტაციისას და მშვენივრად იყენებენ პოზიციონერები იქნებიან, თუ ოპოზიციონერები საკუთარი მიზნების განსახორც იელებლად (უკანასკნელი 30 წელი და ბოლო არჩევნებიც ამის უტყუარი დასტურია).
    ე. ი. თუ ინმეს აწყობს “გაუმარჯოს სტუდენტებს” და თუ არა და დაასისხლიანონ?

  5. braco says:

    ლიოლ. ვინ გაბოლებთ ასე მოშნად :დ ან კაპიტალიზმის გესმოდეთ რამე ან სოციალიზმის, ან მუშების😀 მაგრად იმასხარავებთ თავებს და თან გგონიათ რაღაცას აკეთებთ. ძალიან საცოდაობა იყო ის კადრები და წარწერები. თუ ხმაურის გარდა რამე შეგიძლიათ, პოზები გაისწორეთ, კონკრეტული პრობლემები ამოწიეთ, მსხვილი კომპანიები გაამწარეთ, გამოიკვლიეთ და დადეთ იქ დასაქმებულების პირობები და კრიჭაში ჩაუდექით. სახელმწიფოს შეეშვით. მაგრამ თქვენ ხმაური გაწყობთ, მანქანებში ჩატენვა გაწყობთ, აღელვებული კადრები გაწყობთ, ადრენალინი გაწყობთ, რეალობა სხვაა და მის გამოსასწორებლად უფრო მძიმე მუშაობაა საჭირო. თუ ეს არ შეგიძლიათ, თუ კონკრეტული მოთხოვნების დაყენება და დასაბუთება არ შეგიძლიათ, ეგ ყველაფერი რასაც აკეთებთ, ამაზრზები არაადეკვატური პოზაა, მეტი არაფერი. ამით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ თქვენი ჰორმონების ბუინის ამბავი ყველამ გაიგო, სულ ესაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s