ღდინი /გიორგი ხასაია/

sunrise

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან ჯიპში იჯდა მამაო. ეს ბანალურია, ეს უხერხულობამდე ბანალურია, მაგრამ ასეა.

თვითონ მანქანიდან არ გადმოსულა. შნირები გააგზავნა, რომ თეატრის კიბეებზე მდგარი რამდენიმე ადამიანისთვის (რომლებიც ძალადობას აპროტესტებდნენ) ხელი შეეშალათ.

ეს მამაო  გამვლელებს ახელებდა – აქაც აპირებენ გეი-აღლუმს.

მერე ისინი შფოთავდნენ და შნირების რიგებში ეწერებოდნენ იქვე.

ეს მე ვნახე და ვერაფერი ვქენი. ვგულისხმობ, გამბედაობა არ მეყო, ვერ შევაფურთხე სიძულვილისგან მოჯღანულ სიფათში.

ამ მამაოს შნირები – არაფერი განსაკუთრებული, ერთი ყალიბია ყველგან. “ამისთვის ბრძოლობდა აღმაშენებელი?”

ეს ქუთაისში. სხვა დროს ალბათ, ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ ამ აქციას. მაგრამ დედაქალაქში ისეთი აბუყბუყდა, გამოჟონა.

ვაგინასა/პენისსა და ანუსს შორის არის პატარა მონაკვეთი. რბილი, დაღარული და იმავდროულად პრიალა. არ გავს მის უშუალო მეზობლებს, თითქოს, არც რამე  განსაკუთრებული ფუნქცია უნდა ეკისროს. მდებარეობითა და  გარეგნული ნიშნებით ასე ჩანს. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ  – გაგიგიათ, ღდინი გაეცალაო? ე.ი. ძალ-ღონე გამოეცალაო? გამოდის, ლამის სიმძიმის ცენტრი ყოფილა ეს ჩვენი ღდინი, თურმე მისით გვიდგას სული, მისი წყალობით ვდგავართ ფეხზე და მივდივართ ან წინ ან ევას ტრაკში. უბედური რამეა.

2 დღეა არ მტოვებს შეგრძნება, რომ თავს მყარად ვერ ვგრძნობთ,  ფეხი გვაქვს არეული, ვბანცალებთ. ღდინი გამოგვეცალა.

ტრაკზე მოვჯექით რაღაცნაირად, აი, დაჯდომას რომ აპირებ და ბოლო წამს ტაბურეტს გამოგაცლიან…

ეი, შენ, შუშის სასახლეში, კედელზე როი ლიხტენშტეინით, პირში როგორი გემო გაქვს?

გუშინ გაჩვენეს ვინ არის ოჯახში უფროსი, არ გაგიტყდა?

გეკითხები, რას აპირებ?

ჩაგეკითხები – რას აპირებ?

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to ღდინი /გიორგი ხასაია/

  1. რამდენჯერაც ვკამათობ მართლმადი-დებილ ძალიან ქართველ ბიჭებთან, იმდენჯერ ვბრაზდები ჩემს თავზე რო მათზე დრო და ენერგია დავკარგე, მაგრამ სხვა მხრივ ვინმემ რო არ ელაპარაკოს არაფერი შეიცვლება და ხვალ მე მომადგებიან და თმაზე ცეცხლს წამიკიდებენ. ამ მასასთან ასე პირდაპირ ბრძოლას აზრი არ აქვს, ყველავარიანტში გაჯობებენ, იქ ტაბურეტკას გაჩითავენ, იქ ნაგვის ურნას, იქ აგურს და საერთოდ ზემდოანაც თუ დაგეცა ვინმე არ უნდა გაგიკვირდეს. ჩვენი, თქვენი ძალა იდეოლოგიაა, რომელიც ერთადერთი და ყველაზე მაგარი იარაღია. ასე რო გულს ნუ გაიტეხ(თ) რომ ბრბოს წინააღმდეგ უშუალოდ ვერაფერი მოიმოქმედეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s