ქებათა-ქება ეკას (ბესელია) /გიორგი ხასაია/

eka beselia

აჰა, გაისმის ხმა ჩემი მეტრფისა ეკასი (ბესელია), აჰა, ამბობს იგი, რომ პეტიციაზე ხელმოწერები გაყალბებულია.

ვეძებე ღამით  ჩემი ხელმოწერა პეტიციაზე, ვეძებე იგი და  ვიპოვე.

ავდგები-მეთქი და მივალ პარლამენტთან, მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს, ეკას, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.

შემომხვდნენ მცველნი პარლამენტის,  ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?

ვდგავარ პარლამენტთან და ვიძახი:  გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები – ღამის წვეთებმა.

მცემეს და დამჭრეს, მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა.

თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი ეკა, ათიათასთაგან გამორჩეული.

ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი გათლილი სპილოსძვალია, ლაჟვარდივით მოჭედილი.

მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი – ყოვლად სანატრელი. ეს არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!

 აჰა, დგას იგი  ზღუდის უკან, პარლამენტის სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის.

ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!

შენ, ჩემო მტრედო, სამებიდან გამოფრენილო და  პარლამენტს შეხიზნულო, რად იღუღუნე ეს? რატომ თქვი ეს?  მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი – მშვენიერი.

აჰა გაისმა ხმა ჩემი მეტრფისა ეკასი : დეებო და ძმეებო, ვერ დავცილდები  პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას!

ამ სიტყვებით შემეძრა შიგნეული. მაშვინ ხო, მაშვინ ხო.

შენ დაატყვევე ჩემი გული, დაო ჩემო! გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ.

გაიქეცი მეტრფევ ჩემო, ნანასთან და მანანასთან, ემსგავსეთ ნიამორებს, ანუ ირმის ნუკრებს. იკუნტრუშეთ, იკუნტრუშეთ.

გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, მოასწორეთ ბილიკები, განუმზადეთ გზა მეფე-მღვდელს.

 

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to ქებათა-ქება ეკას (ბესელია) /გიორგი ხასაია/

  1. Pingback: ქებათა-ქება ეკას (ბესელია) /გიორგი ხასაია/ | watchingpanda

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s