თეოდიცეა /გიორგი ხასაია/

III

 

 

 

 

 

 

 

ღმერთი ისეთი კეთილია,
ჭორადაც არ სმენია ამის შესახებ
და რომც გაეგო
არ დაიჯერებდა.
ღმერთი ისეთი კეთილია, შეუძლებელია რამე ცოდნოდა
და რომც ცოდნოდა,
შეიძლებოდა გადავიწყებოდა,
და თუ ასეა,
ის აიღებს პასუხისმგებლობას
საკუთარი გულმავიწყობისთვის.
ღმერთი ისეთი კეთილია
უბრალოდ, ვერ წარმოგვიდგინა
და რაკი ვერ წარმოგვიდგინა
ვერც ის ნახა, რომ უმი ხორცით აგვევსო პირი
ვერც ის ნახა, რა სისასტიკით დავუგმანეთ ყველა ხვრელი
მათ, ვინც ჰაერს გვიფუჭებდა.
ღმერთი უმწეო და კეთილი უმწეო ღმერთი
ღმერთი კეთილი და უმწეო კეთილი ღმერთი.
ღმერთი ისეთი კეთილია,
სიტყვა მოპარა
მათ ვინც ცდილობდა აღეწერა,
და მერე, რაკი ვერ აღწერეს, გადაწყვიტა თავად ენახა.
ღმერთი ასეთი კეთილია.
და როცა ნახა, თქვა, რომ ეს სულ ხდებოდა
უფრო სწორად, მას არაფერი უნახავს, უფრო სწორად
დაავიწყდა, რაც ნახა, უფრო სწორად…
ღმერთი ისეთი კეთილია, ნანახმა შეძრა
თქვა: ამის შემდეგ ვინ დაჯდება წერად ლექსების
თქვა: ამის შემდეგ ვინ ჩამოკრავს გიტარის სიმებს
თქვა: ამის შემდეგ არამია რასაც მივირთმევთ
თქვა: ამის შემდეგ ასე და ისე.
ღმერთი უმწეო და კეთილი უმწეო ღმერთი
ღმერთი კეთილი და უმწეო კეთილი ღმერთი.
სერაფიმების ფრთა აიფარა
დაიბრმავა თვალი ყოვლისმხედველი
მერე, როდესაც მის ხსენებას არ მოერიდნენ
თქვა: ორი ან სამი ანგელოზის ბრალია მხოლოდ
თქვა: ფრთები ისე ამაფარეს, ვერ დავინახე
თქვა: კომუნიკაციის პრობლემაა, სხვა არაფერი.
ღმერთი ისეთი კეთილია, არ დაუშვებდა
და თუ დაუშვა,
მხოლოდ იმიტომ,
რომ ჩვენდამი სიყვარული ხელახლა ეგრძნო.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s