ციკლიდან „პორნოგრაფია“ /კირილ მედვედევი/

roland

 

 

 

 

 

 

 

 

 

თარგმანი  გ. ხასაია ვ. ნაცვლიშვილი

 

ხანდახან როცა მუსიკას ვუსმენ, მეჩვენება

რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში

რომელშიც პოეზია ვერ ზემოქმედებს ისე ძლიერად

როგორც მუსიკა;

მეჩვენება რომ პოეზია

ხშირად ვერც პორნოგრაფიაზე ძლიერად ზემოქმედებს;

ჩვენ უკვე საკმაოდ ბევრი გვილაპარაკია პორნოგრაფიაზე

და საკმაოდ ბევრი

გვსმენია მასზე;

პირველ რიგში საინტერესოა ძალა, კავშირი,

ტკივილი,

ხმა და აღგზნება

რომლებსაც პორნოგრაფია მოიცავს,

ტკივილი და ავხორცობა

მომდინარე ერთი, სამი და მეტი

სხეულით, კანით, ძვლებით

ბეჯითად  მოხახუნე,

სახალხოდ

(ოსტატურად და აღვირახსნილად)

შეწყვილებული ქალისა და კაცისგან-

 

 

ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია,

რომ პორნოგრაფია ძალიან ბევრს

მოიცავს საკუთარ თავში

ჩვენ კარგად ვიცით,

რომ ის ფლობს ძალიან დიდ ძალას და შესაძლოა,

ჩვენი შთაგონების მთავარ წყაროსაც წარმოადგენდეს

გარდა ამისა, როგორც მეჩვენება

მასში არის სასიკვდილო მყუდროება,

ეს კი ზუსტად ისაა, რის ნაკლებობასაც განვიცდით

(არა ყოფითი-საცოდავი-მყუდროება

და არა საცოდავი  შინაგანი -იაფფასიანი-მყუდროება

და არა საამური-სულიერი-მიშვებულობა

(ჭირიანობა)

არამედ სახელდობრ, სასიკვდილო მყუდროება);

ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენ ყველას, ახლა, როგორც არასდროს

გვჭირდება პორნოგრაფია

მე ვხედავ როგორ ვიწყენთ მის გარეშე

ის ყოველთვის გვაქვს

მაგრამ ამისგან რატომღაც შვებას ვერ ვპოულობთ

პირიქით-უფრო გვენატრება

ალბათ, საქმე ისაა,

რომ პორნოგრაფიაში არის ყველაფერი,

რისკენაც ჩვენ ყველანი პრინციპში, უნდა მივისწრაფვოდეთ

პორნოგრაფია არის ყველაფერი,რაც შეგვიძლია

ვუსურვოთ/ვუჩვენოთ

ერთმანეთს

პორნოგრაფია ეს ჩვენი მთავარი საყრდენი და მოკავშირეა,

პორნოგრაფია ეს ჩვენი ვალია,

ჩვენი უკანასკნელი გირაოა,

პორნოგრაფია ეს ტკივილი და მთავარი საყრდენია

იმ სამყაროსი

რომელშიც ჩვენ  ყველანი ვცხოვრობთ

და რომლისთვისაც  გვერდის ავლა

ჯერჯერობით არ შეგვიძლია;

პორნოგრაფია  ეს სიმღერაა ხელუხლებელი  თოვლის;

პორნოგრაფია-

ეს ვარდების საუბარია;

პორნოგრაფია ეს ხრაშუნია , აბრეშუმის შრიალია

წებოვანი თოვლისა ფეხებქვეშ,

ჩუმი ხრაშუნი და შრიალი

მსუბუქი მომაკვდავი თოვლის;

პორნოგრაფია ეს ვარდია მგზავრებისათვის;

პორნოგრაფია ეს ვარდების საუბარია;

პორნოგრაფია ეს ქუჩების ენაა;

პორნოგრაფია ეს ხამანწკების საუბარია;

პორნოგრაფია ეს საეჭვო ხალხია, რაღაც რომ იყნოსეს

უცნაური ბნელი ხალხი

შავი დალუქული  ეზოები (თოვლით რომ დაფარულან და ნედლი მიწის სუნი ასდით), სიკვდილი, შიში,

ყრუ დაღმავალი ნაბიჯები

ცარიელი სახლები ქალაქის ცენტრში,

დახრილები

ნახევრადცარიელები

გამომწვარნი

დასანგრევად განწირულები;

გაშლილი ფეხები

ან ოდნავ აწეული წარბი

სიკვდილი, შიში,

გინება-

ჩვენი სიკვდილი

ჩვენი შიში

ჩვენი გინება

ჩვენი

პატივმოყვარეობა

ჩვენი საჯარო დღიურები

სასაცილო უხეირო დღიურები

ფეხმოკიდებული დაკომპლექსებული

უძილო

უმწეო

მესამეხარისხოვანი

მხატვარ-ეგსჰიბიციონისტების, უიმედო

ოროსანი-სტრიპტიზიორების

რომლებიც ფულზე წინასწარ ამბობენ უარს,

რადგან კარგად ხვდებიან,

რომ მსგავსი არაფერი ემუქრებათ

ხვდებიან

რომ სავარაუდოდ

არაფერი ეშველებათ

იციან

რომ ვერაფერსაც ვერ გააშიშვლებენ როგორც საჭიროა

(ჭიპსაც კი)

ვერაფერს შეძლებენ

როგორც საჭიროა

საკუთარი თავის აღგზნებას და შეჯანჯღარებასაც კი

ჩვენი გადღაბნილი სტილი

ჩვენი დეკორატიული ქაოსი

ჩვენი ტკბილი ჰაეროვანი სიბილწე

ჩვენი თავშეკავებული ლოთობა, ლუდის სამზარეულო ფაშიზმი,

მოსკოველი ინტელექტუალების

თუ გერმანელი მეძეხვეების

დილა

ეს პორნოგრაფიაა

ეს არის ბრძოლა იდეოლოგიისთვის

ეს არის ჩვენი ბრძოლა იდეოლოგიისთვის

ჩვენი სასიკვდილო/სწრაფმავალი

დაავადება

შიში

შიშვლად დარჩენის

შეუმოსავობის,

სურვილი უსათუოდ დამალვის

საცოდავი ნაგლეჯების

ძონძების

იდეების საზარელი ნაფლეთების მოფარების სურვილი

და ეს სწორია, იმიტომ რომ

ეს ნორმალურად გამოიყურება,

ისე, როგორც უნდა იყოს:

ნებისმიერი ძონძები და კონკები

და მითუმეტეს იდეების საცოდავი ძველი ნაფლეთები

ოდითგანვე იდეალურ კოსტუმს წარმოადგენდა

პორნოგრაფიისთვის

(ასე არ არის?)

თქვენ თუ გემართებათ ასე, რომ რაც ირგვლივ გესმის

პორნო-ს მყარ შეგრძნებას იწვევს?

და რაღაც დროის შემდეგ გეჩვენება

რომ მის გარეშე ერთი დღეც ვერ გაძლებ

შენ უკვე ვერ წარმოგიდგენია მის გარეშე მშვიდად ჭამა

ან პარსვაც კი

შენ უკვე დარწმუნებული ხარ

რომ მასზე უარის თქმა არ შეგიძლია;

და შედეგად ირკვევა, რომ პორნოგრაფია შენი ერთადერთი

ფეტიში და სასიცოცხლო წყაროა

და შენ გამუდმებით მასზე ფიქრობ

და რომ შენ სხვა რამეზე ფიქრი

ფაქტიურად არ შეგიძლია

და რომ შენი სიზმარი, შენი სირცხვილი

და შენი შიში

ეს პორნოგრაფიაა

მთვარე, ქარი, მარილი,

სელი,

სპილო,

ძაღლყურძენა;

არხის წყალმცენარეების

მარილიანი სუნი-

პორნოგრაფიაა

პორნოგრაფია არის ყველაფერი, რისი შეთავაზება-გადაცემაც

ერთმანეთისთვის შეგვიძლია

პორნოგრაფია ჩვენი ერთადერთი ფეტიში და სასიცოცხლო წყაროა;

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ,

ჩემი ეკრანის მეოთხედზე გახსნილია ფანჯარა

ინტერნეტიდან გადმოწერილი მოკლე ვიდეოკლიპით:

ფეხებგაშლილი პატარა კორეელი გოგო,

ყლეს წოვს შავგრემან ხუჭუჭა ევროპელს

ხოლო ახალგაზრდა ლამაზი შავკანიანი მამაკაცი

მუხლებზე დგას და ფეხებშუა ლოკავს

 

 

როცა მე ვუსმენ მუსიკას, ყოველთვის ვწუხვარ იმაზე

რომ ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით სამყაროში

რომელშიც პოეზია ვერ ზემოქმედებს ისე ძლიერად, როგორცმუსიკა

ძალიან ვწუხვარ

რომ აღმოვჩნდით სამყაროში

რომელშიც

პოეზია ვერც პორნოგრაფიაზე ძლიერად ზემოქმედებს

ჩვენ ბევრი გვსმენია პორნოგრაფიაზე

და ბევრიც წაგვიკითხავს

მაგრამ ახლა ჩვენ ისე ძლიერად ჩავეჭიდეთ პორნოგრაფიას

როგორც ყველა ჩვილს არ შეუძლია ჩაეჭიდოს დედის ძუძუს

ჩვენ მას ხელი ისე ჩავავლეთ

როგორც ყველა გოგო ან მეძავი ვერ შეძლებს ხელი ჩაავლოს

მამაკაცის ასოს

მე ვფიქრობ დროთა განმავლობაში ჩვენ

კიდევ უფრო ძლიერად მოვეჭიდებით მას

ჩვენ კიდევ ძალიან ბევრს ვიფიქრებთ პორნოგრაფიაზე

და ბევრსაც მოვისმენთ

ბევრიც გვექნება მასზე გასახსენებელი

და თავად პორნოგრაფია მოგვეჩვენება ერთერთ უკანასკნელ

შეხსენებად

სამყაროზე, რომელიც გვშორდება.

 

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in თარგმანები and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to ციკლიდან „პორნოგრაფია“ /კირილ მედვედევი/

  1. პორნოს ჩართვის სურვილი გამიჩინა.
    ძლიერიაა =

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s