გოგი გვახარიას სიკვდილი /ვაკო ნაცვლიშვილი/

qaroni

 

 

 

 

 

 

 

 

 

უხალისოდ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ: ყველას რაღაც გვმართებს ამ კაცის, ახლახან ამაღელვებელი წიგნი რომ გამოსცა მობიდიშებითა და თავის მართლებით – ვითომ რატომ არ უნდა მოინდომო, დაწერო წიგნი იმაზე, რაც ნახე და რასაც დააკვირდიო. ახლა ყველა ვაკვირდებით, როგორ კითხულობენ ქართველი ახალგაზრდები ამ წიგნს საზაფხულო არდადეგებზე, როგორ იღებენ სურათებს წიგნთან ერთად, როგორ დოკუმენტირებენ კითხვის პროცესს.

“ცრემლიანი სათვალე” მეხსიერებისა და დავიწყების წიგნია. გოგი გვახარია ყვება ამბებს, რომლებიც ერთნაირად აჩვენებენ მნემოზინესა და ლეთეს სახეს. ისინი, ვისაც დერიდას დე მანისადმი მიძღვნილი წერილი წაგვიკითხავს, ვიხსენებთ, რაოდენ ნაკლულია და მეორადი მეხსიერება. ვიხსენებთ, რომ ყოველი ამბავი, რომელსაც ავტორი გვიყვება, თავად ამ ამბის ლინგვისტური, ენობრივი დამახსოვრებაა და არა თავად ეს ამბავი. ამ ამბებს ვეღარ გამოიხმობ. “ცრემლიანი სათვალე” დავიწყების, მეხსიერებისა და არა-მეხსიერების წიგნია. “ცრემლიანი სათვალე” გვახსენებს, რომ საკუთარი ცხოვრება, წლების შემდეგ, გაგვახსენდება, როგორც ოდესღაც წაკითხული რომანი.

რატომ დაწერა გოგი გვახარიამ ეს წიგნი? მიშელ ფუკო წერასა და სიკვდილს შორის ნათესაობაზე მსჯელობისას, განასხვავებს წერის ბერძნულ და არაბულ მოტივაციებს. არაბი მთხრობელი ღამეებს ათენებს, რომ ჩაუსაფრდეს სიკვდილს, რომ როგორმე გადაავადოს ის მომენტი, ყველა რომ გაჩუმდება და გაირინდება. შეჰერაზადას ამბავი არის მცდელობა, გამორიცხო სიკვდილი არსებობის ციკლიდან. გოგი გვახარია არაბი მთხრობელია. მან გადაწყვიტა, ჩაუსაფრდეს სიკვდილს, თავი დაიცვას სიკვდილისგან, ღამეები ათენოს, ამბები მოყვეს, ილაპარაკოს, რომ როგორმე აირიდოს ის მომენტი, როდესაც, ბოლოსდაბოლოს, ყველაფერი გაჩუმდება.

“ცრემლიანი სათვალე” ხსოვნის წიგნია. გაგვიჭირდება, მოვიშოროთ სახელები, საკუთარი სახელები და გვარები, რომლებსაც სიკვდილის სუნი აქვთ, როგორც ყველა სახელსა და გვარს, უცნობ სახელებსა და გვარებს. დაკვირვებიხართ? გიგრძნიათ ეს სუნი? თემურ მათურელი. დავიდ შაგალი. ჯუნა ჯავახიშვილი. ლიუდმილა ჩურსინა. დათო ნაკაიძე.

სად არიან ისინი?

გადარჩნენ?

დაიხოცნენ?

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s