ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს /გიორგი ხასაია/

ირაკლი, იკა, იკაკო, იკუნა, იკჩო

მინისტრის რანგში პირველად რომ ამეტყველდი, გულმა რეჩხი მიყო, გავდი, რაღაცით გავდი ივანეს, შენს წინამორბედს, ახლა უკვე ჩანს, რომ მთლად იმისი ნეკნისგან ხარ შექმნილი.

გაიხარეს იმათ, ვისაც ივანე ენატრებოდა – “აი კაცი!” – ამბობდნენ ისინი, “ძლივს ერთი ჩვენებურად მეტყველი გამოერია ბბ-ს მინისტრებში”. “აი , კაცი”. შენი ლექსიკა ეამათ.

რაღაც შინაგანი კავშირი იგრძნეს, უხილავი ძაფებით დაგიკავშირდნენ, შენმა ფლუიდებმა უბე დაუსველა ამ ხალხს. გაილუმპნენ. მოწონდით. ხანდახან თუ გაგახსენებდნენ სიმამრს. “სიმამრიჩი” – აქ მოფერებაცაა.

არაადეკვატურობა ეძებს არაადეკვატურობას და ხალისით უკავშირდება.

შენ თავს აქნევდი კამერების წინ, ბლატაობდი როგორც შეგეძლო, მაგრამ ამ დაბოხებულ ხმაში ბავშვის ტიტინი იყურებოდა. ზედმეტი მონდომებით იყო დაბოხებული. ზედმეტი არ ვარგა არაფერი.

ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, შენი არაადეკვატურობა საცნაური გახდა მაშინ, როცა 1 მაისის მშვიდობიან დემონსტრაციას გაავებული ქოფაკები მიუსიე, ხოლო 17 მაისს, გაავებულ ქოფაკებს პოლიციელების მშვიდობიანი დემონსტრაცია დაუხვედრე.

თვხედობით, შენი პოლიციელები ისეთივე თავხედები არიან, როგორებიც იყვნენ. ჯერჯერობით არ ისვრიან, მაგრამ დაკითხვიდან გამოსულებს თვითმკვლელობის სურვილი კი უჩნდებათ.

დღეს მუსლიმები ცემეთ და მერე დაიჭირეთ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კიარ მაღელვებს დიდად, ეს კარგად არ ვიცი რა არის, მაგრამ შედარებით სუსტისა და დაუცველის ცემა და ჩაგვრა სირობა მგონია. და მთლად ყლეობაა, როცა იცი, რომ ამას დიდი წინააღმდეგობა არ მოყვება ჩვენი – უმრავლესობის მხრიდან.

სადაც სიმკაცრე სასიცოცხლოდ აუცილებებლია, იქ სუსტი ხარ, სადაც სისუსტითაც გახვალ ფონს – იქ სასტიკი.

ის, რაც ეპატიება სიმამრს, არ ეპატიება სიძეს.

გაიდრანჯები იკუნა.
ანუ გაიჟიმები.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს /გიორგი ხასაია/

  1. mimi says:

    trash and tastless

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s