მეცადენაობა /გიორგი ხასაია/

ludwig

 

 

 

 

   

 

                         (ფრაგმენტები)

 

*

და მოულოდნელად ტექსტის კითხვისას

გადაავიწყდა რას ნიშნავს მეტატექსტი.

თვალები დახუჭა და კითხვა განაგრძო.

ეს იყო ლოცვა.

 

*

და საღამოობით, როცა სიჩუმე ბოხი

ხმით იწყებს ლოცვას მისი სახლის სახატე კუთხესთან,

დაბანილ ხელში იღებს ბორხესს

სველი პირისგან გადაფურცლვის იღებს კურთხევას.

 

*

და ღმერთის სიტყვებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

და მისი რჩევით

ყვავილები იფურჩქნებიან

 

*

ი.ე. შუა

 

*

და ნეკროფილები წიგნებს ზედაც არ უყურებენ

მათთვის  არაბუნებრივია

სისველე შესაღწევ ობიექტში

 

*

და უკავშირო და უკავშირო და უკავშირო და

უკავშირო და უკავშირო და

*

და იპოვე მთავარი წიგნი და დაწვი.

 

*

და სიტყვა არაა დედალი ცხვარი.

სიტყვა არც ცხენებია.

სიტყვა ცხვრის ტყავია.

სიტყვა ტყავია ცხვრის.

 

*

და ერთხელ ვალტერი აღელდა:

რატომ დგებიან ზურგით წიგნები და მეძავები? – იკითხა მან

რატომ ვიწვენთ ლოგინში წიგნებს და მეძავებს? – იკითხა მან

რატომ გამოაქვთ სააშკარაოზე სკანდალები წიგნებს და მეძავებს – იკითხა მან

შემდეგ გაახსენდა, როგორ ესტუმრა დიდ და ცივ ქვეყანას ცხვრის ტყავში გამოწყობილი.

და დამშვიდდა.

 

*

და მასწავლებლები დადიან ქელეხებში

მშივრები დადიან ერთად და ამაყად

(ღმერთო!)გადაგვახდევინე იმათი ამაგი

მძაფრი ქარტეხილი მათ ნუ შეეხება.

 

სხედან კარაკულის შავი პალტოებით…

 

*

და შეურაცხმყოფელი ერექცია 70-ე გვერდზე.

 

*

და ჩვენ ვართ ქინქლები ლამპიონის შუქზე. ჩვენ ვართ ბრე.

 

*

და ლექსიკონიდან

ამოკენკილი სიტყვების სიმშრალე ტუჩებზე.

ამ სიტყვების სიმშრალე პირში.

სიტყვების სიმშრალე.

 

*

და სიკვდილი მოსკოვში.

პურის რიგში მდგომთა შვილიშვილების სიმუნჯე

და სევდა ვერგამოთქმულის გამო.

კაპიტულირებულთა უტიფრობა.

 

*

და აქ რომ კლავენ იცოდე

ასე არსად მოკლავენ

 

*

და რეკლამა ტირილის. (სვაროვსკის ცრემლები)

ბავშვების ჭუჭყის მძივების რეკლამა

*

და ამას ენა ვერ იტყვის.

ენა მხოლოდ განიშნებს შეხედო მეტა-

ფორების ცას შენს თავზე

 

*

და ცა შენს თავზე უბრალოდ ცაა

 

*

და დღეს ნოემბერია უთუოდ

ასფალტმა ნოემბერს უდროშა

სახლი გადამწვარი უთოა

ჩვენ ვცხოვრობთ გადამწვარ უთოში

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s