ქრისტე ეგეთია /ვაკო ნაცვლიშვილი/

saati
ერთმანეთს უჩვენებენ სიმდიდრეს. ძვირადღირებულ საჩუქრებს უძღვნიან. ულის ნარდენის საათი თვალს აამებს და მაჯას ამშვენებს. მათი ენა ტკბილია და კეთილი, მოძრაობა – მოზომილი და სანდო. კედელზე პიკასოს აკვირდებიან. სადღაც, შესაძლოა, შოპენი ისმის. ბანალურია, მაგრამ გავიხსენოთ პაზოლინის უკანასკნელი ფილმი და გავიაროთ.

ჩვენ საქართველოს საპატრიაქროსგან ვითხოვთ იყოს ღარიბი და ღარიბთა გვერდით მყოფი. მშიერს პური მისცეს, ავადმყოფს – სკალპელი, უსახლკაროს- ჭერი, გეის – საძინებლის ბოქლომი, მუსლიმს – მინარეთი, ირაკლი კაკაბაძეს – სიმართლის კომისიის თავმჯდომარე. ქრისტე ეგეთია არაა, ქრისტე ჩაგრულთა მეგობარია და სალბუნი. ამორალურია, ქრისტეს მსახურმა ორათეულათასიანი საჩუქარი უბოძოს ქვეყნის ხელისუფალს, ქვეყნისა, სადაც ბავშვები იხოცებიან უწყლობითა და უსაკვებობით, ვამბობთ.

სანამ ასეთი მსჯელობის ფარგლებში ვრჩებით – სანამ ქრისტე ეგეთია არაა – საპატრიაროს აქვს უფლება, საქართველოს ბიუჯეტის ნაწილი კონტროლის გარეშე განკარგოს. სანამ საპატრიარქოს ქველ საქმეთა კეთებას ვთხოვთ, მანამ იტოვებს უფლებას, დარჩეს საგადასახადო სისტემის გარეთ. სანამ საპატრიარქოს ამორალურს ვუწოდებთ და შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაში ვამხელთ, მანამ რჩება მორალური და წმინდა. სანამ სერბეთის რომელიღაც პატრიაქრის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აღგვაგზნებს, მანამ ვტოვებთ ადგილს გემი-ჯიპისთვის. არათანმიმდევრული ვართ, ძვირფასო მკითხველო.

პატრიარქს, რა თქმა უნდა, ჰქონდა უფლება, ღირსეული საჩუქარი ეძღვნა კაცისთვის, რომელიც ამ საჩუქარს ერთი-ორად დააბრუნებს. რაც უნდა, ის აჩუქოს. მეც ვჩუქნი ჩემს მეგობრებს ულის ნარდინის არა, მაგრამ ჯოისის ულისეს – ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან გამოცემას წიგნის ბაზარზე. საქართველოს საპატრიარქო ფორმით საჯარო სამართლის და შინაარსით კერძო სამართლის იურიდიული პირია – როგორც უნდა, ისე განკარგოს თავისი ქონება. (გამოტყდით, რომ ოცნობობთ ასეთ მეგობრებზე!)

ჩვენ შეგვიძლია, მოვითხოვოთ კონკორდატის გაუქმება და არსებული საგადასახადო რეჟიმის გავრცელება საპატრიქროს დაბეგვრად შემოსავლებზე. ოღონდ ამისთვის, აღარ უნდა ვთხოვოთ, კეთილსაქმეთქმნა, უნდა დავივიწყოთ, რომ ქრისტე ეგეთი არაა.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ქრისტე ეგეთია /ვაკო ნაცვლიშვილი/

  1. მოვითხოვოთ და მოგვხვდება ნაკურთხი ტაბურეტკა თავში!

  2. mekeshi says:

    leqsi unda mogidzgvnat😀 D:😀
    ფული შესწირეთ, მადლი გაიღეთ
    ასე ღაღადებს ჩვენი დროება.
    ბევრი შეწირეთ! ბევრი შეწირეთ
    რომ “ეკლესიას” ჰქონდეს ქონება,
    მღვდლის სიტყვის, მისი იდეის,
    სამარადჟამო გვმართებს მონება,
    ჩვენ ხომ მორწმუნეთ, აღარ გვჭირდება,
    შორს მოვისროლოთ ჩვენი გონება.

  3. ბადრი says:

    თაფლს და ნაღველს ურევ ძმაო

  4. Kako says:

    და ტრაკი რომ მოუნდეს ვინმეს – ტრაკებიც უნდა მოგვცენ მღვდლებმა?

  5. Kako says:

    ჩვენ საქართველოს საპატრიაქროსგან ვითხოვთ იყოს ღარიბი და ღარიბთა გვერდით მყოფი. მშიერს პური მისცეს, ავადმყოფს – სკალპელი, უსახლკაროს- ჭერი, გეის – საძინებლის ბოქლომი, მუსლიმს – მინარეთი, ირაკლი კაკაბაძეს – სიმართლის კომისიის თავმჯდომარე.”

    აი ოცნებაც ამას ჰქვია !!!

    — და მოხარშული წაბლი არ გინდათ? … ჯერ ერთი – ეს ყველაფერი ბიძინა ბიძიამ უნდა მოგცეთ და არა ილია ბაბუამ.

    … და გარდა ამისა მუსულმანს რატომ უნდა მისცეს მინარეთი, როდესაც ეს მუსულმანები ეკლესიებს ანგრევენ ან კიდევ მინარეთებად აკეთებენ?

    და ტრაკი რომ მოუნდეს უცებ ვინმეს – ტრაკებიც უნდა მისცენ მღვდლებმა ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s