ძირითადი ოპერაციები/გიორგი ხასაია

mamed

 

 

 

 

 

 

 

 

^

ისე არსად ღიღინებენ როგორც აქ ამ

ქელეხებში.  მოუსმინე როგორ ღიღინებენ

შენიშნე სისხლი

ღიღინით ამოტყუებულ ნახველში.

^

არსად ისე არ ლოცავენ როგორც აქ ამ

ტაძრებში. გადახრილებში ოქრო ვერცხლის სიმძიმისაგან

დააკვირდი, დიდს და პატარას

ქვის ნატეხით ეფერებიან

და მერე ზეთით უამებენ დაკაწრულ სახეს.

^

არსად ისე არ ცეკვავენ როგორც აქ ამ

საკუთარ გვამზე. საკუთარი დათხრილი თვალი

კიდიათ ყელზე

უპეებიდან  ჟონავს ჩირქი და წყალი ჩვილის ნაბანი.

^

არსად ისე არ ჭამენ როგორც აქ ამ

ქორწილებში. წინაპრების  მყრალი ხორცით სავსეა სუფრა

ნახე ნიკაპზე წინაპრების მიმხმარი სისხლი

შეხედე როგორ აღუდგინონ თესლი წინაპარს.

^

ისე არსად აწამებენ როგორც აქ ამ

ციხე-ტაძრებში. რა სილაღით აწამებენ

რა   აღტაცებით აწვალებენ  მოყვასის სხეულს

რა ბავშვური ინტერესით იმზირებიან

ამ  სხეულის ჭუჭრუტანებში და თითებს ყოფენ.

^

ისე არსად იცინიან როგორც აქ ამ

პალატებში. ავადმყოფთა დასაცინად იკრიბებიან

მოხალისეთა არმიები დგანან რიგებში

შეხედე რა  ხარხარით უთვლიან ნეკნებს

შიმშილისგან ჩამომხმარ ბავშვებს.

^

ისე არსად კანკალებენ როგორც აქ ამ

მზიურ ქვეყანაში. სიცივისგან ლურჯი ტუჩებით

საკოცნელად მოიწევენ. დახეთქილ ხელებს

გიმიზნებენ  ჩასახუტებლად.

მათი კანკალი მათ ცეკვაში არ აგერიოს.

^

ისე არსად არ ლოკავენ როგორც აქ ამ

პატრონის თვალებს მის უკანალს მის ხელისგულებს

ცოფია მათ ნერწყვში

მათ თვალებში მხოლოდ სიბრიყვე.

^

არსად ისე არ იხდენენ

თეთრ პერანგზე სისხლის ლაქას

როგორც აქ ამ

როგორც აქ ამ

გამოუცნობ ცეცხლის ტბაში.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s