მკვლელი თოვლი / გიორგი ხასაია


a.aaa

 

 

 

 

 

 

 

 

” ყველაფერი ძლიერ ცუდად არის”

მთელი ერი დღემდე ქვითინებს გალაკტიონის თვითმკვლელობაზე, მაგრამ უბრალო ადამიანების უღონობისგან თვითმკვლელობაზე ან სიცივით სიკვდილზე მაინცდამაინც შუბლზე ძარღვი არ ებერება და ცხვირიდან წვინტლი არ მოსდის. ისე ძალიან არ ეწვება. საერთოდ არ ეწვება. გალა მაინც სხვა იყო და მის ერთ სტროფად არ ღირს ზოგიერთი ადამიანის მთელი ცხოვრება არა? ნაბიჭვრებო! აქ ჩვენ თვალწინ რამდენ ბავშვს სული ძვრება შიმშილით, რამდენი ვერ თბება და რამდენს თავზე ჭერი არ აქვს რომ გამოიზამთროს!
ჯერ ეს დაიზეპირე: “ცუდი კვების შედეგად საქართვეოში ყოველწლიურად 350-მდე ბავში იღუპება.” დაიზეპირე და იმეორე სანამ თავი არ შეგზიზღდება. მერე იქნებ გამოჩნდეს რაღაც. ოღონდ მანამდე შენი თავი უნდა შეგძულდეს მამლაყინწა ნაბიჭვარო! შენ ხარ მოლოქი რომელსაც წელიწადში 300 ბავშვს წირავენ მსხვერპლად. ეს მარტო შიმშილით ვინც უნდა მოკვდეს. არ ძღება შენი მუცელი მოლოქ! ახლა ახალი მოკავშირე გყავს – თოვლი და ყინვა. მალე აქ ცხედრების დათვლას დავიწყებთ.

“ყველა გაიგებს ამით, თუ რა აზრი დევს თოვლში”

ჩემმა პატარა გოგომ გუშინ პირველად ნახა თოვლი. ხან ანის უყურებდა ხან მე შემომხედავდა, კბილებს სასაცილოდ კრეჭდა. ჩვენთვის გაუგებარ ბგერებს გამოცემდა. ეს არც სიხარული იყო და არც გაკვირვება. ვერ იქნებოდა ან ერთი ან მეორე. ეს შეკითხვები იყო – რა არის ეს? ხელით შეხება თუ შეიძლება? იჭმევა? მაშო, მე შენ გეტყვი რა არის ეს. ეს სიკვდილის სუდარაა. შენს სამშობლოში ეს ნიშნავს ადამიანების სიცივით სიკვდილს. მაშო, ლოყაწითელა სასაცილო გოგო, ეს თოვლია ის შეიწირავს ბევრ შენ თანატოლს და მათ მშობლებს. მაშო, ჩემო სულო, ის საბნის ქვეშ შეიტყუებს პატარებს და გაყინავს ცივი სულის შებერვით. შენს სმშობლოშია ასე. ადრე მე მიხაროდა თოვლი და ვერ ვხვდებოდი რატომ ქონდა შეშინებული თვალები მამას. მაშო, ეს თოვლი ბევრს მოიყოლებს საფარქვეშ და გაზაფხულზე ზუსტად გვეცოდინება რამდენი გაიყინა. ამის ხალისით დამთვლელები მოიძებნებიან. შენს სამშობლოშია ასე.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged . Bookmark the permalink.

One Response to მკვლელი თოვლი / გიორგი ხასაია

  1. მაგა რაიუელა says:

    ………:(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s