საგანგებო მდგომარეობა/ვაკო ნაცვლიშვილი

Users-Worker-icon

 

 

 

 

 

 

 

ტყიბულის მაღაროში დღეს კიდევ ერთი მუშა დაიღუპა.

 

უბედური შემთხვევის შედეგად.

 

აგამბენი ახსენებს ჰომო საკერში გერმანელი იურისტის კარლ ბინდინგის ტექსტს, რომლის სახელი, მისი უხამსობის გამო, შეუძლებელია, დაგავიწყდეს: authorization for the annihilation of life unworthy of being lived. სიცოცხლის უფლების არმქონეთა სიცოცხლის მოსპობის ნებართვა. თუ თვითმკვლელობა დისციპლინირებისა და დასჯის გარეთ დგას, უფრო სწორად, თუ თვითმკვლელობის სახით უკვე არსებობს პრეცედენტი, არ დასაჯო მკვლელი, ხომ არ შეიძლება ამ ლოგიკით არსებობდნენ, ასე ვთქვათ, მესამე პირები, რომელთა მოკვლა არ იმსახურებს სასჯელს. მესამე პირები – უხდება ეს სიტყვები ამ მსჯელობას – რომლებიც იმანენტურად, ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე არ იმსახურებენ სიცოცხლეს; მესამე პირები, რომელთა მოკვლა ვერ დააკმაყოფილებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ აკრძალული ქმედების შემადგენლობას – ქმედების ობიექტური შემადგენლობის დადგენის პირველივე ეტაპზე მივხვდებით, რომ არ არსებობს დანაშაულის ობიექტი – სიცოცხლე.

 

ასეთი მესამე პირია ტყიბულის მაღაროს მუშა. არ არსებობს მისი სიცოცხლე, როგორც სამართლით დაცული სიკეთე. სხვა სიტყვებით, მისი სიცოცხლე არ არის პოლიტიკურად რელევანტური.

 

პრეზიდენტებს და პრემიერმინისტრებს აღარ ჭირდებათ საგანგებო მდგომარების გამოცხადება იმისთვის, რომ უფლებათა დაცვის სფეროდან ამოიღონ კონკრეტული სუბიექტები. საგანგებო მდგომარეობა დემოკრატიულ ქვეყნებში ცხადდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფორმალური წესების გარეშე, ხელმოწერების, პრომულგაციის გარეშე. ეს თითქმის პოსტმოდერნიზმია, რომელიც მაიდენტიფიცრიებელ ნიშნებს სპობს.

 

საქართველოში ტყიბულის მაღაროს მუშებზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მათი სიცოცხლე შიშველია.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s