გვიხელმძღვანელეთ! /ვაკო ნაცვლიშვილი, გიორგი ხასაია

lab

 

 

 

 

 

 

 

 

ცოტა ხნის წინ სექსი მქონდა ლაბორატორია 1918 – ყოფილ წევრთან. სიზმარში.  ეს მოხდა თბილისში, ერთი ცნობილი კაფეს ტუალეტში.

სანამ ჩემი ოჯახის წევრს გულზე  ოპერაციას უკეთებდნენ, საავადმყოფოს მოსაცდელში ჩამეძინა. მესიზმრა, რომ მეგობარმა დასალევად წამიყვანა  კაფეში. იქ გავიცანი ეს  აქტივისტი – ლაბორატორია 1918-ს.

 მე ძალიან მესიმპატიურებიან ეს ახალგაზრდები, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ცხოვრების  დღის წესრიგში სოციალური თემატიკის კონტრაბანდა ძირითადად მათი  დამსახურებაა. არ მავიწყდება როგორი ლამაზები იყვნენ 1 მაისს.

 გამოვეცნაურეთ ერთმანეთს, ლუდი დავლიეთ. ვუსაყვედურე, რომ ცუდ დროს დაიშალნენ. გავიხსენე ვალტერ ბენიამინი – რომ ყოველი ფაშიზმი ეს ჩაფლავებული რევოლუციის შედეგია. რომ ფაშიზმის ყოველ  მომდევნო გამოვლინებებზე ისინი განსაკუთრებულად იქნებიან პასუხისმგებელნი. არ ეამა. თავის მართლებას მოყვა – რომ თითქოს მათი ბევრი მეგობარი სოციალ-დემოკრატების წევრია და რომ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ ამან ნაპრალები გააჩინა. მე, უკვე მთვრალი, ვუმტკიცებდი, რომ მათი ხელახლა შეკრება აუცილებელია. გამოდით, გაგვიძეხით, გვიხელმძღვანელეთ!  – თითქმის ვყვიროდი.

 მერე ჩვენ ტუალეტში აღმოვჩნდით. ვისაც ეს ტუალეტში  გიცდიათ, იცით რა წვალებაცაა. ადგილს ვერ პოულობ, წრიალებ… ხელისგულებით მახსოვს მისი ძუძუები, მკვრივი და ცივი. თითქმის ხელყუმბარა ფ1… რამე ავაფეთქოთ რამე ავაფეთქოთ რამე ავაფეთქოთ

 მალე გაათავე – ჩუმად მითხრა.

თქვენც მალე გაათავეთ – ვუთხარი ნიშნის მოგებით.

 ასე იყო.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink.

3 Responses to გვიხელმძღვანელეთ! /ვაკო ნაცვლიშვილი, გიორგი ხასაია

  1. ლაბორატორიელები ტყნაურობენ?

  2. ოთარა says:

    პოსტლაბორატორიული რეალობა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s