“ევროპავ, შენ ამ დროს რას აკეთებდი?” / გალინა კრუკი – უკრაინელი პოეტი

maidan

 

 

 

 

 

 

თარგმანი: მაშო ხასაია, გიორგი ხასაია

ჩვენ ყველანი, ევროპავ, ისე ღრმად შეშფოთებულები ვართ
რომ ზოგიერთი ჩვენგანი მოკლულია კიდეც.
გაფილტრე იუთუბი
რომ აქაურმა სისასტიკემ შენს მოქალაქეებს გული არ ატკინოს.
ბევრი ჩვენგანი აწი ვერასდროს გიხილავს საკუთარი თვალით.
შენს მხედველობასაც რაღაც ჭირს
ჯიუტად ვერ ხედავ მათ დათხრილ თვალებს
და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობებს.
ბევრი ჩვენგანი ვერ შეძლებს, – და არ გაბრაზდე ევროპავ –
ხელი გაგიწოდოს
(მხოლოდ პროთეზებს თუ გაგიწვდიან)
შეეხოს შენს კულტურას წინა საუკუნეების.
უდარაჯე შენს საზღვრებს, ევროპავ
რომ მოულოდნელად არ გადაგედოს
ყოველი შემთხვევისთვის მოგვაყურადე
ისევ თუ ვყვირით
სამხედრო ჩექმებს და ხელკეტებს როცა გვირტყამენ.
ჩვენი შვილები ბოროტები გაიზრდებიან, ევროპავ
არ ირწმუნებენ შენს ისტერიკულ და ცრემლიან ახალ ამბებს
უთავშესაფრო ცხოველებზე.
შენ მიუტევე მათ ევროპავ, ნუ გაიოცებ
ჩვენ აქ ყველანი ცხოველები ვართ
გვხოცავენ მგლებისთვის განკუთვნილი ვაზნებით
როგორც ცოფიანებს.
ევროპავ, შენ ამ დროს რას აკეთებდი
ამოწმებდი დაღუპულებს და დაკარგულებს?
ხელს იბანდი? დასტურს ელოდი?
იმალებოდი როგორც ნივთი თავისთავად?
მსოფლიოს მშვიდობა, კედელს – კედელი, მხოლოდ ფულს სუნი არ უდის.
და მსხვერპლნი არ დგანან დასაცავად
თუ ისინი მტრედები არ არიან?…

 

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in თარგმანები and tagged , , . Bookmark the permalink.

2 Responses to “ევროპავ, შენ ამ დროს რას აკეთებდი?” / გალინა კრუკი – უკრაინელი პოეტი

  1. cesecngo says:

    უაზრო ბოდვაა და რუსეთის პროპაგანდა… ევროპა და ამერიკა რომ არ ყოფილიყო, მაშინ გენახათ თქვენ მსხვერპლის რაოდენობა და თუნდაც საბოლოო შედეგი… ჩექმით გადაუვლიდა რუსეთი ყველას… ასე რომ შეეშვით ევროპის ლანძღვას…

  2. ხო აგვისტოს ომიც ევროპამ მოგვაგებინა -_-

Leave a comment