კაზიმირიდან კაზრეთამდე / გიორგი ხასაია

malevych-holova-krestjanyna

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი კიკონიშვილმა თავის მშვენიერ გადაცემაში “სოციოტრეკი”, მოგვასმენინა კომპოზიცია “კონფორმიზმი”, კიბერ-თეატრის პერფორმანსიდან “პური და ვარდები”, კომენტარებითურთ. მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. თუმცა  საკამათოც გვაქვს.

ბოლო დღეებში გაჩნდა მოსაზრება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის რეზიდენციაში გამოფენილ ვიზუალურ არტისტთა სახით საქმე გვაქვს კონფორმისტებთან, რომლებიც ძალაუფლებასთან სიახლოვით თვალზე ბინდგადაკრულები ვერ ხედავენ, როგორ ხდება (მათი) ხელოვნების ინსტრუმენტალიზება ძალაუფლების მხრიდან. ამგვარი განზრახვა გამოსარიცხი სულაც არაა და მოდარაჯე კაცის თვალი შალვა რამიშვილის ტუჩის კუთხეში ღვთაებრივ ირონიასაც შენიშნავდა. მაგრამ აქ შალვა ნაკლებად საინტერესოა, ჩვენ უფრო ის უნდა გვაინტერესებდეს ალბათ, ხელოვანები რამდენად გამძლეები აღმოჩნდებიან ხელისუფლებების ასეთი განზრახვების პირისპირ.

ამავე მოსაზრების თანახმად, მთავრობის ორგანიზებით პრეზიდენტის რეზიდენციაში გამოფენილი ხელოვნება ვერ იქნება სუბვერსიული, არამედ ძალადაკარგული და ფამფალა. არ ვიზიარებ ამ მოსაზრების საყოველთაოობას, იმას, რომ ასეთი მოდელი მუშაა ყველგან და ყოველთვის. ჩემი მოკლე ჭკუით მგონია, რომ ტერიტორიაზე ასე სასიცოცხლოდ ვერ იქნება მიბმული ის, რაც ბუნებით ექსტერიტორიულია – ხელოვნება ამ შემთხვევაში. ცხადია, მეტ ლაიქებს დააგროვებს სახელოვნებო ჟესტი, რომელიც არა თავაზიანი დაპატიჟების შემდეგ აღმოჩნდება პრეზიდენტის რეზიდენციაში, არამედ იქ საკუთარი თავხედობისა და გამბედაობის ხარჯზე შეიჭრება. იმავდროულად ნუ დაგვავიწყდება, რომ თავაზიანი დაპატიჟების შემთხვევაშიც კი, რჩება თავხედობისა და გამბედაობის ადგილი – რჩება შანსი იმის, რომ ერთმა ცალკე აღებულმა ხელოვანმა პრეზიდენტის რეზიდენციაში კონტრაბანდის, “საბაჟო მოტყუების” გზით შეიტანოს იქ პერფორმანსი, ინსტალაცია, ხატი, რომელიც უკვე ამ სივრცეში აღმოჩენის შემდეგ ფეთქებადსაშიშ იდეად ან/და მასალად იქცევა და დენთის სუნი გადაფარავს “შანელის” სუნს. მე არ ვყოფილვარ იმ გამოფენაზე, ამიტომ არ ვიცი იყო თუ არა იქ ამდაგვარის მცდელობა. შესაბამისად არ მაქვს ის ორგანოც, რომლითაც გამოფენაში მონაწილე ხელოვანთა მოტივაციებს ერთმანეთისგან გავარჩევდი.

პრეზიდენტის რეზიდენციაში წარმოდგენილი ხელოვნების ოპოზიციად, გიორგიმ კომპოზიცია “კონფორმიზმი” მოგვასმენინა. “ხო აბა რა” – მეორდება ამ კომპოზიციში სხვადასხვა ვარიაციით. საერთოდ, ისევე როგორც მთლიანად კიბერ-თეატრი, ეს კომპოზიციაც ჩაფიქრებული იყო პოლიტიკურ კომენტარად და არამც და არამც ხელოვნებად და წარმოადგენდა ავტორის პირადი ა.ვ. კონფორმისტული გამოცდილებების არტიკულაციის მცდელობას. და არ ჩანს არაფერი (ავტორის “დამნიშვნელი ჟესტის” ჩათვლით), რაც ამ კომენტარს (კომენტარებს) ხელოვნებად შეიძლება აქცევდეს. მაშასადამე ამ ბანალური გულმოსული ყვირილისა და მისი ავტორის სამაგალითოდ წარმოდგენა მიზანს ცდება. ის ვერ გამოდგება იმისთვის, რომ სხვა არტისტების კონფორმიზმი მეტად ხილვადი გახდეს, მითუმეტეს, რომ ხელოვანის მოხელთება მის განმეორებად ჟესტებში თუა შესაძლებელი და არა ერთი რომელიმე ჟესტით, როგორიც ამ შემთხვევაში პრეზ. რეზ. – ში გამოფენაა.

რეზიდენციასთან გამართულმა აქციამ (კაზიმიიიირ!) მეტი საფიქრალი გამიჩინა, ვიდრე თავად პრეზ.რეზ.-ში მოწყობილმა გამოფენამ. ის თავად გამოფენის მონაწილეებს რომ ჩაეტარებინათ, მთავარი სლოგანის შუქზე (“ხელოვნება მართავს”) გამოჩნდებოდა როგორც კომენტარი-პაროდია საკუთარ გამოფენაზე. გავიხსენოთ, (ამაში მკვლევარი ბორის გროისი დაგვეხმარება), რომ მალევიჩი ხელოვანის მთავარ კონკურენტად სახელმწიფოს მიიჩნევდა, რადგან : ” ნებისმიერი სახელმწიფო ეს ისეთი აპარატია, რომლის მეშვეობითაც ხდება მასში მცხოვრები ადამიანების ნერვული სისტემის რეგულირება”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მართვა. ამდენად, რეზ.-ის შესასვლელთან კაზიმირის ძახილი გაიგებოდა როგორც თვითირონია და პაროდია საკუთარსავე სლოგანზე.

ამ აქციამ ერთდროულად ორი ასოციაცია გააჩინა, ერთი გია ეძგვერაძის პერფორმანსზე (ასევე გასაშლელი კიბით და ასევე მაღალ კედელთან) – “ითს ბუთიფულ!” და მეორე – ალექსანდრ ბრენერის აქციაზე, რომლის დროსაც ის ტაძარში დარბოდა ყვირილით “ჩეჩნეთი! ჩეჩნეთი!”.

ხომ წარმოგიდგენიათ, რომ რეზიდენციასთან გამართული აქციის ავტორს “კაზიმირის” ნაცვლად ბოლო ხმაზე ეყვირა “კაზრეთი, კაზრეთი!” და რეზიდენციაში მხატვრებს ეყვირათ “კაზრეთი, კაზრეთი!” ? ეს შეძენდა ახალ განზომილებას ამ გამოფენას და ვინ იცის, იქნებ არა მხოლოდ გამოფენას. “კაზრეთი, კაზრეთი!”

 

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s