ვისი პროექტი იკანონებს? / გიორგი ხასაია

anish kapoor

 

 

 

 

 

 

ვინ გაიმარჯვებს, ვისი სიტყვა ვის მზეს გააჩერებს, ვისი ზებრა ვის უღრანში ირბენს თავაწყვეტით, ვისი ერთ იპეშვი სიმშვიდე აჯობებს ვის მთელ კალთა გარჯას, ვინ ვის ჩანაფიქრებს ჩაფუშავს, ვისი სილბო გატეხს ქვას და ვისი მწვანე ამოტეხს ასფალტს?

 

პატრიარქი ქვითინამდე სათნოა, მაგრამ ბიძინა პორნოგრაფიულად გულწრფელია

პატრიარქი სამებაშია, სამება კი ბიძინამ ააშენა

პატრიარქი ქადაგებებითა და ეპისტოლეებით, ხოლო ბიძინა პრესკონფერენციებით

პატრიარქს ყავს ქოფაკები გამშვენებული ჯვრით, ხოლო ბიძინას ზებრა და პინგვინი

პატრიარქს ყველა უყვარს, ხოლო ბიძინას ცოტა, მაგრამ ძლიერად

პატრიარქი მუსიკას წერს, ხოლო ბერა სტადიონებს ავსებს

პატრიარქი არავის სჯის, ხოლო ბიძინამ მინისტრი მოხსნა

პატრიარქი უბრალოდ კეთილია, ბიძინა კი ქველმოქმედია

ბიძინა იქიდან იწყებს, სადაც პატრიარქი წერტილს სვამს

როცა ბიძინა ლაპარაკობს, სამების ზარები დუმან (ჯერ ასეა)

როცა ბიძინა იღრინება, პატრიარქის ქოფაკები მის ღობესთან  წკავწკავებენ (უკვე ღობის იქითაც)

პატრიარქის ძმისშვილი ეპისკოპოსია, ხოლო ბიძინას ძმისშვილი ბოთეა

თუ ბიძინა უხვად გასცემს, პატრიარქი უხვად იღებს

ბიძინა ინტელიგენციას აჭმევს, ხოლო პატრიარქი-ასმევს (აიაზმას)

 

ვისი მზე იბრწყინებს და ვისი მთვარე ვერ გაანათებს, ვისი ჩამოცვენილ აგურებს შეცვლის ვისი თლილი ქვები, ვის ლეღვსულელს ვისი კედარი შეცვლის.  ვისი ელვა გაანათებს ყველა კუთხე-კუნჭულს, ვისი ქარი იქროლებს ყველა მხარეში, ვისი ბრაჰმასტრა ვის ვიმანას შემუსრავს, ვისი ნექტარი ვის მიმდევარს ვერ გააბრუებს, ვის მღვიმეებს შეეფარება ვისი მრევლი…

ვისი კანონია პროექტი

და ვისი პროექტი იკანონებს?

ღმერთო გაგვაძლებინე.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ვისი პროექტი იკანონებს? / გიორგი ხასაია

  1. დიდი დიდი უტვინოები გაართოთ ამ გვერდით..:(

  2. ჰოლდენ კოლფილდი says:

    კარგად წერთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s