ხეიბარი ვარდი / გიორგი ხასაია

gertruda

 

 

 

 

 

 

 

 

ენა  სუნდაკრული სიტყვების დიდ მარაგებს უყრის თავს. და რაც უარესია – სინტაგმების, მთელი წინადადებების აყროლებულ მარაგებს. კლიშეებით მეტყველება, მეტყველება მზა ფრაზებით, მათზე პარაზიტირება იწვევს სიმყრალით თრობას, რაც გვატყუებს, თითქოსდა ვლაპარაკობთ. ხოლო გვალაპარაკებს კი ენა-ფაშისტი, ენა მოძალადე, მკვდარი და მომაკვდავი სიტყვებით ნაშენი, მყრალი სიტყვებით მოცული, ენა მეტყველ პირუტყვთა სადგომი, ენა-ბაგა. ამ ბაგაში არ იბადება ვისაც ველოდებით, არამედ ძალადობის ნაყოფი, რომელიც მოიწევს, რომ ილაპარაკოს ჩვენი პირით, ილაქლაქოს ჩვენი ენით, იმეტყველოს ჩვენი თვალებით, დაამატოს ჩვენი თითები.
ეს მარაგები კი არ ილევა, ივსება, რადგან ენა კი არ ილევა, ივსება. ენა მხოლოდ კვდება, როცა ამ ენაზე მოლაპარაკეთა გენოციდი წინ უსწრებს მომაკვდავი სიტყვების გენოციდს. ასევე სხვა შემთხვევებში.

ენა ფაშისტს ეიმედება საკუთარი სხეული, როგორც ერთობა უფლების მაღიარებელთა და უფლების ამყრელთა ხმების და არასდროს ტრანსლირებს უფლება აყრილთა ხმას. ხოლო უფლების მაღიარებლები და უფლების ამყრელები ჯერ ერთმანეთის პირისპირ დგანან და შეტაკება გარდაუვალია, და როცა შეეტაკებიან, კბენენ და პორჭყნიან, მოულოდნელად ხელები ჩაცურდებიან დუნდულებისკენ, თითები ლულებს გამართავენ, ცოტა ხნის წინ საკბენად გამზადებულები ენას აწობენ სხვის ნერწყვში და რა მნიშვნელობა აქვს ვის რა სუნი ასდის, უკვე ახურებულები არცთუ მორცხვად უფერებენ ერთმანეთს, კბენენ და ეალერსებიან, ძიძგნიან და ენას უსვამენ. ჯიჯგნიან და ლოშნიან იმავდროულად. შეირევა სისხლი და თესლი. (იხ. საფლავი 500 000 ჯარისკაცისთვის).

თითქმის დავრწმუნდით, რომ ჩვენი ამ და მსგავს ადგილებში ყოფნის, ასევე დუმილის აუცილებლობა განისაზღვრა დიდი ხნის წინათ. ასევე დიდი ხნით. და რომ ვდუმდეთ ჩვენივე ნებით, ჯერ კიდევ დარჩებოდა ღრიჭოები გათავისუფლების ქარის ზუზუნის საწარმოებლად. შენივე ნებით დუმილი არა სიმუნჯე, ანუ უენობა, არამედ პაუზაა, თავდასხმისთვის გარინდება. მაგრამ ვის არ დასიზმრებია, როცა საშველად უხმობს სხვას, აღებს პირს და იქიდან დუმილი შიშინებს. ეს დუმილია უენობა.

მაგრამ დავრუნდეთ უკან უკუსვლით. მომაკვდავი ენა ყარს, თითქოს იხრწნება სიტყვა ხორცი და საკუთარ მნიშვნელობას ხორცს ასხამს სიტყვა დამპალი. დამდგარი სიმყრალე გაიძულებს მხოლოდ სიმყრალეზე გამოთქვა, და როცა ზიზღით დაჯღანული სახით აგროვებ სიტყვებს, რომ გატყორცნო , ძნელად დაიჯერებ – სახის დეფორმაციას ენის დეფორმაცია ჯობს.

არის ვარდი.
ვინც აღიარებს ვარდის უფლებებს, ამბობს, რომ
არაფერია უფრო უხამსი ვიდრე ჯანმრთელი ვარდი

ვისაც სურს ვარდი ჯანმრთელი ნახოს
ამბობს, რომ ვარდი არის ვარდი არის ვარდი არის ვარდი

ვარდი რომ აღსდგეს
ენა უნდა დამახინჯდეს.

რა ვარდი აღსდგეს
ენა დაეცეს.
რა ენა წახდეს
ვარდი აღმოცენდეს.

ენა, ოღონდაც მასთან განსაკუთრებული შეხებისას, რომელზეც მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსუბუქია, ქმნის დაძაბულობის, აღგზნების ახალ-ახალ ველებს. მასში შეღწევა ნიშნავს აღმოჩნდე ენის ისეთ დაძაბულ ადგილებში, სადაც მანამდე არ ყოფილხარ. ეს გამოცდილება დაუვიწყარია, რამდენადაც საზარელიცაა. დაინახე ბავშვი, რომელიც აბაზანიდან გამოსული დედის სხეულზე, რომელსაც მოულოდნელად პირსახოცი ჩამოუცურდა, წამით თვალს შეავლებს ბოქვენს ხშირი თმით. ეს საზარელი გამოცდილება არ მოასვენებს ბავშვს უფრო მეტად – აღმოჩნდა, რომ დედა რაღაცას მალავდა მისგან. აქ ყველაფერი მხოლოდ იწყება – გამეორების სურვილი, თვალის ხელახლა შევლების სურვილი მთავარი გამწევი ძალა ხდება. ვინც ენის აქამდე უცნობ ადგილებში მოხვდება, ბავშვია აბაზანის კართან მდგომი კატასტროფის ინტუიციით. რას მალავს მშობელი? რას მალავს მშობელი ენა?

ენა ჩვეულებრივი ფაშისტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაიძულებს რაღაც თქვა, არამედ იმიტომაც, რომ ის გაიძულებს მუდმივად ასწორო ნათქვამი, აღმოაჩინო მასში შეცდომები და იარო შეცდომების გასწორების გზით.
გამიზნულად ილაპარაკო შეცდომებით – ნიშნავს გაექცე დასრულებას, არ დამთავრდე. რადგან სწორად მოლაპარაკე სრულყოფილებაში ქვავდება. დაეფუძნო შეცდომებს ნიშნავს მოატყუო ენა.
მტერია ის, ვინც გაწყვეტინებს.

შევცვალოთ: რა ენა განახლდეს, პრეკარიატი ამეტყველდეს.
ანუ დამთავრდეს უმწეოთა სიზმარი.

 

 
ჳა

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s