პოლიციელს შეუძლია მოგკლას /A policeman can kill you

Policeman beats

 

Advertisements
Posted in Uncategorized | Leave a comment

პოლიციელს შეუძლია მოგკლას /A policeman can kill you

Policeman beats

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

დამალობანა / გიორგი ხასაია

Diego Rivera-749253 (1)

 

 

 

 

 

 

 

სადაც იყრიან თავს

თუ  უცაბედადაა, ენის შემთხვევითობის წინაშე აღმოჩნდე,  მოდუნდი, მიენდე და გაყევი, როგორც წმ. მამა.

მამა ის არის, ვინც იპარება როცა გრძნობს, რომ მალე გაეპარება. სხვა შემთხვევებში ის უბრალოდ მოხუცია, რომელსაც მოვლა ჭირდება, ასე გასინჯე.

გასინჯე რამდენად მყარია შენი ტკივილი, რომელიც ისედაც ტყუილია, მაგრამ დაბნეულობას იწვევს ის, რომ ტყუილი არსებობს ნამდვილი და არანამდვილი. ნამდვილები სად არიან? ნამდვილები არიან, სადაც ქარია.

ქარს საიდანღაც მოაქვს სუნი შარდის და ოფლის. ეს დაგეხმარება იგრძნო, რომ შენი აქ ყოფნის აუცილებლობა განისაზღვრა დიდი ხნის წინათ.

დიდი ხნის წინათ ერთ ბერს დაცინეს პროვინციული აქცენტის გამო. მან გადაწყვიტა ელაპარაკა მხოლოდ მაშინ, როცა სათქმელის მნიშვნელობა გადაფარავდა აქცენტს. მან დაიწყო უწყება ვითომდა მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ: ამ კატასტროფებმა იწყეს ახდენა.

კატასტროფები იწყებენ ახდენას, როცა აქცენტის სირცხვილი დიდია და როცა იწყებენ , სირცხვილის მიზეზი მუტაციას განიცდის და ვერ გამოიცნობა.

ვინ განაახლებს ლექსიკონს? უმალ ის, ვინც მიხვდება რომ რაღაც უნდა ამოაღებინოს, რაც პირში არ ეტევა და ენას უწვავს. დიდი სიხარული გავს ენის დამწვრობას და  დიდი ტკივილიც ენის დამწვრობაა.

მაშინ როგორ განახლდება ლექსიკონი? დამწვრობის პირობებში, როცა გემოს ვეღარ ატან.

იყო უგემოვნო ეს პრინციპულია.

და ეს  უხერხულია მშობლის კუილივით.

სადღაც არის ხვრელები, რომლებიც გათვლილია ჩვენს დაუკვირვებლობაზე.

დააკვირდი და დაიმახსოვრე როგორია სხვისი ენა სანამ მას შეეხები. შემდეგ ფრთხილად გადმორგე და უვლიდე როგორც საკუთარს.

ვარდების გადმორგვით იწყება ზოარის წიგნი.

ვარდების გადმორგვით.

ნუ ეცდები ამის გაკეთებას სახლში.

 

 

ნოსტალგია ლათინურის

 

Ante portas est bellum / დარაბებს მიღმა გაზაფხულია/

Aquila non captat muscas / ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები…/

Littera est ministra linguae /თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე…/

Nil permanet sub sole / მე დავფიქრდი და დავაზუსტე: თავიდან ერთხელ ვესროლე, რამდენიმე წამში კიდევ ოთხჯერ/

Fortuna non penis, in manus non recipe /ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ.../

 

სხვისი მიმიკა

Write this. We have burned all the villages and the                                                                         people in them

                                                                                                                                                    Michael Palmer

 

როგორც იმ ლექსშია:

 ვიტგენშტეინი იკითხავს: „როგორ არის თრაქლი?“

„იქ, საიდანაც ჩვენ ვართ, ის არ არის“ – არის პასუხი.

როგორც იმ ლექსშია:

„მე დავიბადე ამ კუნძულზე მიცვალებულთა შორის

მე ვსწავლობდი ენას ამ კუნძლზე

მაგრამ არასდროს მილაპარაკია ამ კუნძულზე.

მე გწერ ამ კუნძულიდან.

მე ვწერ მოცეკვავეებს ამ კუნძულზე.

მწერლები არ ცეკვავენ ამ კუნძულზე“

 

დაიზეპირე: ვინც ზრუნავს საკვებსა და ტანსაცმელზე, უფრო ადვილად შევა ცათა სასუფეველში, ვიდრე ის, ვინც ადვილად ძვრება ნემსის ყუნწში.

დაწერე: ამ ქალებს აღაგზნებთ საკერავი მანქანა

დაწერე: ამ კაცებს მოწონთ ბრინჯაოს უკანალი

დაწერე: მათ შვილებს მთქნარებისას პირი ეხევათ

დაწერე: ჯერ ისინი მოგვდევდნენ, შემდეგ ჩვენ მივდევდით,  ბოლოს ერთად გვიპოვეს  პროზექტურაში. ხელჩაკიდებულები. მკრთალი ღიმილით.

დაწერე:  ჰაერი გემრიელია, როგორც ქელეხის საჭმელი

დაწერე: მამას არ ახსოვს, სად დადო ისრები

ვინ ხარ ასეთი მამაჩემის სუნი რომ აგდის, შემომხედე!

დაწერე: მისი ნახმარი პერანგების ზეთი და ჭუჭყი. მისი ხველების ცბიერება და სისასტიკე

დაწერე: წიგნში, რომელსაც ვკითხულობდი, ტბა დაშრა. ვინ მიაძღება მკვდარ თევზებს?

დაწერე: დღეს ვიკრიბებით მთავარ მოედანზე,  რათა ვუყუროთ, როგორ კვდებიან ბავშვები: რა აღელვებით გადაკვეთენ ბავშვები ტრასებს, გათვლილები მძღოლების დაბნეულობაზე

თუ გინდა დაწერე:  ბარბაროსები ცახცახებენ ტრადიციის მოლოდინში. ტრადიცია ცახცახებს საქონლის მოლოდინში.

დაწერე: შიში და თანაგრძნობა შეიცვალა შიშით და უმწეობით

დაიზეპირე: ამიერიდან რევოლუცია შეგიძლია ფოსტითაც მიიღო.

 

 

ვინ იმუქრება?

ჯერ კიდევ ვნახავთ ვინ ვის მოინელებს

ვინ ვის ტახტებზე მოასვენებს საკუთარ ფისოს

ვინ ვის აბაზანაში გაიპარსავს წვერს და თვალებს სარკეში დატოვებს

ვინ ვისი მანქანის საქარე მინას დაორთქლავს.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ სისხლს ვინ ამოახველებს

საკუთარ თავს ვინ შეიძულებს

ვინ გამოაცხადებს კაპიტულაციას სათამაშო იარაღის შიშით

ჯერ კიდევ ვნახავთ.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ ვისი ვისაზეა ცხოვრება დამოკიდებული

ვინ ვისი მზესუმზირით აივსებს მუჭებს

ვინ ვისი შოკოლადით მოითხუპნის სათნო ცხვირპირს

ვის ვისი  შეახმება  ნიკაპზე სისხლი

ვინ შექმნის ყვავილს თამბაქოს ნამწვავებისგან.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ და ამას ყველა ნახავს

ეს იქნება მკაფიო და ადვილად გასარჩევი.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ ვის ვისი ფეხი დაებედება

ვის ფეხებშუა აღმოჩნდება ვისი ხელისგული

ვისი ქარები გახეთქავს ფანჯრებს

ვის კურკას ვერ გაატარებს ვისი საყლაპავი მილი

ვინ შეიბნევს პალტოს ვისი ყვერებით.

 

ჯერ კიდევ არ ჩანს და ეს მალე გამოჩნდება

ვინ ვისი ხელით მოწყვეტს ორქიდეას ჭაობებს მიღმა

ვისი ფრჩხილის ჭუჭყი ვის ღრძილებში აღმოჩნდება

ვისი ბურთები ვის ფანჯრებს ჩალეწავს

ვის გუბეში ვინ ჩაკრავს ფეხებს და წყალს აამღვრევს.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ ვინ ამღვრევს წყალს და

დაჭერილ თევზებს უბრალოდ ხოცავს

რადგანაც პირს  არ აიყროლებს მათი გვამით.

ჯერ კიდევ ვნახავთ ვისი გვამი უფრო ადრე აყროლდება

ვის საფლავზე იცეკვებენ ცალფეხა ომის ვეტერანები

ვისი გული ძგერს უფრო ძლიერად

ხოლო ვის გულს შუნტირება დაჭირდება.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ ვინ ვის გაუძლებს

ვინ ვის წაუჭერს კისერში ხელებს

ვის ქანდაკებასთან მიიტანენ ბოლო ხურდებით ნაყიდ ყვავილებს

ვის ქანდაკებასთან მისასვლელი ბილიკი შეხორცდება

ვინ ივლის ასკინკილით საცალფეხო ბილიკებზე

ვისი ფეხები დასივდება და ვის მოცელავს ვენების გაგანიერება.

 

ჯერ კიდევ სანახავია და ეს უნდა აჩვენონ დიდ ეკრანზე

ეს იქნება მკაფიო და ადვილად გასარჩევი.

Posted in პოსტები | 1 Comment

დიეტა ფაშისტებისთვის / გიორგი ხასაია

Diet

 

 

 

 

 

ბაზრის უხილავი ხელით ფისტინგს აკეთებდნენო /ხალხური/

 
ბუთქუნა თითები იწერენ პრემიებს, ღაბაბი თანთალებს.
ტანტალებს დერეფანში ბედნიერი მინისტრი და მინისტრის მოადგილე.
შენ ერთი-ორჯერ გაიწიე. დაუღრინე. მერე მოეშვი. მოდუნდი თანდათან.
უკუსვლით წახვედი. ფეხი დაგიცდა. ტრაკზე მოჯექი ან ზღართანი მოადინე.

ფაშისტები ირწმუნებიან პირზე დუჟით, მუქარით, ხვეწნით, ხანაც ჩიჩინით
რომ ბავშვი თუ შიმშილით კვდება ე.ი. მშობელი ზარმაცია, ან უბრალოდ ლუზერია – ცხოვრება ასეა მოწყობილი.
სასწრაფოდ გინიშნავთ დიეტას – არც კეფირი, არც მაწონი და ორცხობილა
უბრალოდ მშრალად, დღეში სამჯერ ღეჭეთ ყლის ჩირი.

ფაშისტები. ყველგან ფაშისტები. ფაშისტები სხვადასხვა ჯურის და სორტის
კაბებში, ჩოხებსა და კოსტიუმებში, სხედან პარლამენტში, სინოდში, ოფისებში, ხელში ბადით და პირში ფიჩინით
სწორდით ქალბატონებო და ბატონებო! ბატონებო და ქალბატონებო სწორდით!
ნუ მოძიძგნით, ანუ მოწიწკნით, უბრალოდ ღეჭეთ ყლის ჩირი.

ზოგი იწყევლება, აშინებს, ხვეტავს პროცენტებს, შარდით მოხაზავს და იბევებს
სხვისი ცრემლით და ოფლით ზელს ცემენტს, ითვისებს, ღობავს და იშენებს
მოდარაჯე კაცის თვალი შენიშნავდა მათ მთავარ ხატს, ინდექსს და სიმბოლოს:
უკლებლივ ყველა მათგანს თვალებში უკიაფებს დოლარის ნიშანი.

არსებობს პიტალო ჭეშმარიტება: მარაზმის კარი ფართოდ თუ განიხუნა
ვერ დაიჭირავს მოვარდნილ მძღნერის ღვარცოფს გზა ვიწრო, ვერც ხვეწნა მუდარა, ვეღარც ღლიცინი
მაშ, ასე დადგინდეს: მშიერს პური, უსწავლელს ცოდნა, სხვებს ქეშად მარიხუანა
ხოლო ვისაც ჩაგვრასა და აკრძალვაზე უდგება – ღეჭოს ყლის ჩირი.

Posted in პოსტები | Tagged , , , | 1 Comment

ხეიბარი ვარდი / გიორგი ხასაია

gertruda

 

 

 

 

 

 

 

 

ენა  სუნდაკრული სიტყვების დიდ მარაგებს უყრის თავს. და რაც უარესია – სინტაგმების, მთელი წინადადებების აყროლებულ მარაგებს. კლიშეებით მეტყველება, მეტყველება მზა ფრაზებით, მათზე პარაზიტირება იწვევს სიმყრალით თრობას, რაც გვატყუებს, თითქოსდა ვლაპარაკობთ. ხოლო გვალაპარაკებს კი ენა-ფაშისტი, ენა მოძალადე, მკვდარი და მომაკვდავი სიტყვებით ნაშენი, მყრალი სიტყვებით მოცული, ენა მეტყველ პირუტყვთა სადგომი, ენა-ბაგა. ამ ბაგაში არ იბადება ვისაც ველოდებით, არამედ ძალადობის ნაყოფი, რომელიც მოიწევს, რომ ილაპარაკოს ჩვენი პირით, ილაქლაქოს ჩვენი ენით, იმეტყველოს ჩვენი თვალებით, დაამატოს ჩვენი თითები.
ეს მარაგები კი არ ილევა, ივსება, რადგან ენა კი არ ილევა, ივსება. ენა მხოლოდ კვდება, როცა ამ ენაზე მოლაპარაკეთა გენოციდი წინ უსწრებს მომაკვდავი სიტყვების გენოციდს. ასევე სხვა შემთხვევებში.

ენა ფაშისტს ეიმედება საკუთარი სხეული, როგორც ერთობა უფლების მაღიარებელთა და უფლების ამყრელთა ხმების და არასდროს ტრანსლირებს უფლება აყრილთა ხმას. ხოლო უფლების მაღიარებლები და უფლების ამყრელები ჯერ ერთმანეთის პირისპირ დგანან და შეტაკება გარდაუვალია, და როცა შეეტაკებიან, კბენენ და პორჭყნიან, მოულოდნელად ხელები ჩაცურდებიან დუნდულებისკენ, თითები ლულებს გამართავენ, ცოტა ხნის წინ საკბენად გამზადებულები ენას აწობენ სხვის ნერწყვში და რა მნიშვნელობა აქვს ვის რა სუნი ასდის, უკვე ახურებულები არცთუ მორცხვად უფერებენ ერთმანეთს, კბენენ და ეალერსებიან, ძიძგნიან და ენას უსვამენ. ჯიჯგნიან და ლოშნიან იმავდროულად. შეირევა სისხლი და თესლი. (იხ. საფლავი 500 000 ჯარისკაცისთვის).

თითქმის დავრწმუნდით, რომ ჩვენი ამ და მსგავს ადგილებში ყოფნის, ასევე დუმილის აუცილებლობა განისაზღვრა დიდი ხნის წინათ. ასევე დიდი ხნით. და რომ ვდუმდეთ ჩვენივე ნებით, ჯერ კიდევ დარჩებოდა ღრიჭოები გათავისუფლების ქარის ზუზუნის საწარმოებლად. შენივე ნებით დუმილი არა სიმუნჯე, ანუ უენობა, არამედ პაუზაა, თავდასხმისთვის გარინდება. მაგრამ ვის არ დასიზმრებია, როცა საშველად უხმობს სხვას, აღებს პირს და იქიდან დუმილი შიშინებს. ეს დუმილია უენობა.

მაგრამ დავრუნდეთ უკან უკუსვლით. მომაკვდავი ენა ყარს, თითქოს იხრწნება სიტყვა ხორცი და საკუთარ მნიშვნელობას ხორცს ასხამს სიტყვა დამპალი. დამდგარი სიმყრალე გაიძულებს მხოლოდ სიმყრალეზე გამოთქვა, და როცა ზიზღით დაჯღანული სახით აგროვებ სიტყვებს, რომ გატყორცნო , ძნელად დაიჯერებ – სახის დეფორმაციას ენის დეფორმაცია ჯობს.

არის ვარდი.
ვინც აღიარებს ვარდის უფლებებს, ამბობს, რომ
არაფერია უფრო უხამსი ვიდრე ჯანმრთელი ვარდი

ვისაც სურს ვარდი ჯანმრთელი ნახოს
ამბობს, რომ ვარდი არის ვარდი არის ვარდი არის ვარდი

ვარდი რომ აღსდგეს
ენა უნდა დამახინჯდეს.

რა ვარდი აღსდგეს
ენა დაეცეს.
რა ენა წახდეს
ვარდი აღმოცენდეს.

ენა, ოღონდაც მასთან განსაკუთრებული შეხებისას, რომელზეც მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსუბუქია, ქმნის დაძაბულობის, აღგზნების ახალ-ახალ ველებს. მასში შეღწევა ნიშნავს აღმოჩნდე ენის ისეთ დაძაბულ ადგილებში, სადაც მანამდე არ ყოფილხარ. ეს გამოცდილება დაუვიწყარია, რამდენადაც საზარელიცაა. დაინახე ბავშვი, რომელიც აბაზანიდან გამოსული დედის სხეულზე, რომელსაც მოულოდნელად პირსახოცი ჩამოუცურდა, წამით თვალს შეავლებს ბოქვენს ხშირი თმით. ეს საზარელი გამოცდილება არ მოასვენებს ბავშვს უფრო მეტად – აღმოჩნდა, რომ დედა რაღაცას მალავდა მისგან. აქ ყველაფერი მხოლოდ იწყება – გამეორების სურვილი, თვალის ხელახლა შევლების სურვილი მთავარი გამწევი ძალა ხდება. ვინც ენის აქამდე უცნობ ადგილებში მოხვდება, ბავშვია აბაზანის კართან მდგომი კატასტროფის ინტუიციით. რას მალავს მშობელი? რას მალავს მშობელი ენა?

ენა ჩვეულებრივი ფაშისტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაიძულებს რაღაც თქვა, არამედ იმიტომაც, რომ ის გაიძულებს მუდმივად ასწორო ნათქვამი, აღმოაჩინო მასში შეცდომები და იარო შეცდომების გასწორების გზით.
გამიზნულად ილაპარაკო შეცდომებით – ნიშნავს გაექცე დასრულებას, არ დამთავრდე. რადგან სწორად მოლაპარაკე სრულყოფილებაში ქვავდება. დაეფუძნო შეცდომებს ნიშნავს მოატყუო ენა.
მტერია ის, ვინც გაწყვეტინებს.

შევცვალოთ: რა ენა განახლდეს, პრეკარიატი ამეტყველდეს.
ანუ დამთავრდეს უმწეოთა სიზმარი.

 

 
ჳა

Posted in პოსტები | Tagged , | Leave a comment

ვისი პროექტი იკანონებს? / გიორგი ხასაია

anish kapoor

 

 

 

 

 

 

ვინ გაიმარჯვებს, ვისი სიტყვა ვის მზეს გააჩერებს, ვისი ზებრა ვის უღრანში ირბენს თავაწყვეტით, ვისი ერთ იპეშვი სიმშვიდე აჯობებს ვის მთელ კალთა გარჯას, ვინ ვის ჩანაფიქრებს ჩაფუშავს, ვისი სილბო გატეხს ქვას და ვისი მწვანე ამოტეხს ასფალტს?

 

პატრიარქი ქვითინამდე სათნოა, მაგრამ ბიძინა პორნოგრაფიულად გულწრფელია

პატრიარქი სამებაშია, სამება კი ბიძინამ ააშენა

პატრიარქი ქადაგებებითა და ეპისტოლეებით, ხოლო ბიძინა პრესკონფერენციებით

პატრიარქს ყავს ქოფაკები გამშვენებული ჯვრით, ხოლო ბიძინას ზებრა და პინგვინი

პატრიარქს ყველა უყვარს, ხოლო ბიძინას ცოტა, მაგრამ ძლიერად

პატრიარქი მუსიკას წერს, ხოლო ბერა სტადიონებს ავსებს

პატრიარქი არავის სჯის, ხოლო ბიძინამ მინისტრი მოხსნა

პატრიარქი უბრალოდ კეთილია, ბიძინა კი ქველმოქმედია

ბიძინა იქიდან იწყებს, სადაც პატრიარქი წერტილს სვამს

როცა ბიძინა ლაპარაკობს, სამების ზარები დუმან (ჯერ ასეა)

როცა ბიძინა იღრინება, პატრიარქის ქოფაკები მის ღობესთან  წკავწკავებენ (უკვე ღობის იქითაც)

პატრიარქის ძმისშვილი ეპისკოპოსია, ხოლო ბიძინას ძმისშვილი ბოთეა

თუ ბიძინა უხვად გასცემს, პატრიარქი უხვად იღებს

ბიძინა ინტელიგენციას აჭმევს, ხოლო პატრიარქი-ასმევს (აიაზმას)

 

ვისი მზე იბრწყინებს და ვისი მთვარე ვერ გაანათებს, ვისი ჩამოცვენილ აგურებს შეცვლის ვისი თლილი ქვები, ვის ლეღვსულელს ვისი კედარი შეცვლის.  ვისი ელვა გაანათებს ყველა კუთხე-კუნჭულს, ვისი ქარი იქროლებს ყველა მხარეში, ვისი ბრაჰმასტრა ვის ვიმანას შემუსრავს, ვისი ნექტარი ვის მიმდევარს ვერ გააბრუებს, ვის მღვიმეებს შეეფარება ვისი მრევლი…

ვისი კანონია პროექტი

და ვისი პროექტი იკანონებს?

ღმერთო გაგვაძლებინე.

Posted in პოსტები | Tagged , , | 2 Comments

ვის მხარეს ხარ შენ?/ Which Side Are You On?

 

1 may

 

 

 

 

 

 

ამერიკელი აქტივისტის, ფლორენს რისის სიმღერა “ვის მხარეს ხარ შენ?” (Which Side Are You On?),  1931 წელს გაფიცულ მეშახტეებს მიეძღვნა.

“ვის მხარეს ხარ შენ?” მშრომელთა ჰიმნია.

ვულოცავთ მათ პირველ მაისს და სოლიდარობას ვუცხადებთ.

სიმღერის ტექსტის თავისუფალი თარგმანი  – ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი

 

 

 

Posted in ვიდეო | Tagged , , | Leave a comment