ქართველი ხელოვანის პორტრეტისთვის /გიორგი ხასაია/

 pepperstein                          

                               

 

 

 

 

 

რაც შოკოლადის საიტზე ბლოგი დაიხურა, არაფერი დამიწერია.
ეს ჩემი პირველი პოსტია კიბერ-თეატრის ბლოგზე.
გ.ხ.

                             

                             ზოგადი მახასიათებლები

ქართველი ხელოვანი რუხია, მოსაწყენი, ზერელე წარმოდგენებით კულტურასა და ეკონომიკაზე,  მაქსიმალურად ცდილობს, თავი აარიდოს ბევრ ფიქრს, ცოტას კითხულობს, ბევრს მასტურბირებს, კუჭში ყოველი გასვლისას ყურადღებით აკვირდება  მძღნერს, მაგრამ ახალს მაინც ვერაფერს გებულობს  საკუთარ თავზე, საერთოდ არაფერს.  ცუდი ცხოვრებისგან შეურაცხყოფილი და დაბოღმილია, მაგრამ იმდენად მაინც ვერ ბრაზდება, რომ რამე საინტერესო გამოადნოს აქედან. ნერვებს მხოლოდ ოჯახის წევრებს თუ აუშლის, ისიც ცოტა ხნით, მერე ისევ შიმშილი შეაწუხებს და დაბრუნდება, ქვაბებს ჭახა-ჭუხი გაუდით სამზარეულოში – ეს მისი მეამბოხე სული ხმაურობს. ხანდახან მას ქურთუკიდან ბოთლის თავი მოუჩანს, ოღონდ ეს არ იქნება მოლოტოვის კოქტეილი, ეს უთუოდ არაყი იქნება. ქართველი ხელოვანი – რუხია, მგელი არ არის. ის არც ნახმარი ოლვეის ულტრაა, რომ სხვადასხვა ჯურის ვამპირები მიაძღნენ, არამედ პამპერსია მძღნერით გატიტინებული.

                                                  0:3

ქართველი პოლიტიკოსი ქართველ ხელოვანზე პოპულარულია. ტყუილია, თითქოს ამაში მხოლოდ მედიაა დამნაშავე. უბრალოდ, ქართველი პოლიტიკოსი ქართველ ხელოვანზე საინტერესოა. ვალტერ ბენიამინი თავის ერთ ტექსტში „დესტრუქციული ხასიათი“  წერს : „დესტრუქციული ხასიათი სულაც არ არის დაინტერესებული, რომ იყოს გაგებული. ყველა ასეთ მცდელობას ის ზედაპრულად მიიჩნევს. მისთვის სრულიად უმნიშვნელოა, როცა მისი არ ესმით…“ ქართველი ხელოვანი გამჭვირვალე და უმწეოა, იმდენად გასაგებია რასაც ის  წერს, ხატავს, მღერის, ამბობს ან აკეთებს, რომ სურვილი გიჩნდება, ჩაეხუტო და გაამხნევო. სანამ პირს გააღებს, შეგიძლია გამოიცნო, რას იტყვის. ან, როგორც ხალხში იტყვიან, პირს რომ გააღებს, ხვდები, რა ზომის ყლე შეეტევა. ქართველი პოლიტიკოსის თვალებიდან კი გიჟი გიყურებს! ის როგორც წესი გაუგებარია, არაპროგნოზირებადი, დესტრუქციული და ჯამბაზი!   გრძნობს რა ქართველი ხელოვანის უნიათობას, ცდილობს საკუთარი ესთეტიკური პროექტი გამართოს! გინახავთ შალვა ნათელაშვილი გატყავებული ცხვრით ხელში ცეზარ ჩოჩელის სახლთან? შეგინიშნავთ საფენის მსგავსი ხიდი? მოგისმენიათ როგორ რეპავს თავის წინასაარჩევნო პროგრამას პრემიერ-მინისტრი?   არანორმალურები! გამომწვევები!  ხელოვანები მათ უკან მიჩანჩალებენ, ცდილობენ მათი ქცევების კომენტირებას, მათი ჟესტების ინტერპრეტირებას.

ქართველი ხელოვანი კონსტრუქციულია, ქართველი პოლიტიკოსი –  დესტრუქციული.

ქართველი ხელოვანი გამჭვირვალეა, ქართველი პოლიტიკოსი  – დაბურული.

ქართველი ხელოვანი პროგნოზირებადია, ქართველი პოლიტიკოსი – მოულოდნელი…

რა დასანანია, რა დასანანია

ანგარიში 0:3-ია.

 

                               სალმან რუშდიმ იცის?

მიიჩნევა, რომ ყველა უტოპია ხელოვნებიდან იღებს სათავეს, ხელოვნებიდან ამოიზრდება, როგორც მარიხუანას თესლი კანალიზაციის სისველიდან და სასუქებიდან.  სადაც არ არის უტოპია, იქ არის სამზარეულოს ფაშიზმი, ნაცრისფერი ყოფა და ჭორები – „ფენომენთა შორის ყველაზე წვრილბურჟუაზიული“ /ბენიამინი/. ქართველ ხელოვანს არა აქვს უტოპიის უნარი. მისი ესთეტიკური პროექტი – თუ ასეთის ტრაკი აქვს, მხოლოდ ტექსტების რედაქტირებას გულისხმობს.  გახსოვთ რას ამბობდა ვიკტორ სერჟი? ცხოვრების რედაქტირებაა საჭირო და არა მხოლოდ ტექსტების!

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთადერთი უტოპიურთან მიახლოვებული იდეა არც მეტი-არც ნაკლები დავით დეფი გოგიბედაშვილს ეკუთვნის! იცით რა თქვა ერთხელ ამ ცარიელმა თავთავმა? ქართველმა პოეტებმა ერთმანეთი უნდა ვარჩინოთო. ხანდახან ერთმანეთს ჩავურიცხოთ-ხოლმე ფული და თავი ასე გავიტანოთო! სადღაც თქვა, ჩემი ყურით გავიგონე, მართლა თქვა! ესთეტიკასთან რა კავშირი აქვს, ეკონომიკური ხასიათის ბოდვაა, მაგრამ ხომ არის? სალმან რუშდიმ იცის ეს? ყეყეჩმა რუშდიმ ?

ისტორიაში ოქროს ასოებით

დეფის სახელს ჩაწერდა მეტი სასოებით.

 

                                                 ხსნა

ერთხელ საქართველოში ყველა ხელოვანი, ვინც  შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ რაღაც ღირებულის შექმნა შეეძლო, ციხეში ჩააგდეს. ეს მოხდა ღამით, მოულოდნელად, არაფერი წინასწარმეტყველებდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ლოგინებიდან წამოყარეს, სამუშაო მაგიდებს აადღლიზეს, ბოლო ნაფაზის დარტყმა არ აცალეს. წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. შემდეგ გაირკვა, რომ ციხეში.

მათ არ აწამებდნენ, უბრალოდ შორიდან მუქარით აჩვენებდნენ ნაწამები ვირტუოზის ხელის მტევანს.

მათ არ აწამებდნენ, მხოლოდ ამცირებდნენ ხანდახან.

მათ მაძღრისად არ აჭმევდნენ.

მათ დაევალათ: ეწერათ, ეხატათ, შეექმნათ მუსიკა, კინოსცენარები…

ამ ყველაფრის ორგანიზატორმა მათ შეუქმნა პირობები, რომელსაც ეს ხვითოები გულის სიღრმეში ნატრობდნენ კიდეც – რეპრესიები ასატანი სიმძიმით. სხვანაირად არ უდგებოდათ, სხვანაირად ვერ ჭიკჭიკებდნენ ეს ჩიტუნიები.

ამ ყველაფრის ორგანიზატორმა იცოდა, რომ ამ ამბავს მსოფლიო მასშტაბის სკანდალი მოყვებოდა. ამაზე დაწერდა და ილაპარაკებდა ყველა. მართლაც, გაუგონარი რამ ხდებოდა – ერთ, ცალკე აღებულ ქვეყანაში, ხელოვნების  ყველა სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები ციხეში ჩასვეს.

ამ ყველაფრის ორგანიზატორმა იცოდა, რომ წესით, ამ მოვლენას ქართული ხელოვნებისადმი არნახული ინტერესი უნდა გამოეწვია.

მერე რა მოხდა არავინ იცის.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ქართველი ხელოვანის პორტრეტისთვის /გიორგი ხასაია/

  1. კოლოტურე says:

    ყლეობაა არ გაგიტყდეს, მაგრამ ყლეობაა პოეტი რომ ფილოსოფოსს აციტირებს. იგივეა ლამაზი თოჯინა გააკეთო და მძღნერით ამოტენო.

  2. ramzesmzera says:

    ძაან ამძღრენებულა …ეტყობა მართლა ყელამდე მძღნერშია.

  3. levan aristotele says:

    gulze moxvedriat jigrebs 😀 mosaxvedria … 100%-iani cheshmariteba igagada xasaias bagenma (tu titebma, xz…), rac gamgebmac gaigo, ver gamgebmac da ar gamgebmac. gamgebma ironiul sevdianad gaicina, ver gamgebma gakvirvebulma chaiqirqila da ar gamgebs kide gulze ise moxvda, roma komenti gamoacxo agresiuli. an aqve, anac gulshi.
    dzmebi xart
    kargi iuzerebi ama cxovrebisani
    🙂

  4. ირაკლი says:

    ხასაიას ასეთი სირობა არასოდეს დაუწერია. რა გჭირს ფისო, კრიზისი გაქვს? ბარემ პირდაპირ დაგეწერა დეფის დედა მოვტყანო, მთელი სტატიის მიზანი ხო ეგ იყო რო დეფიმდე მისულიყავი და მის ტრაკზე გეკბინა. ნუ ეს ხო ჩვეული მოვლენაა ვისაც უნდა რო მაგარი ტიპი გმოჩნდეს დეფის ლანძღავს და მისი ლანძღვით პლიუსებს იწერს. მოგიტყანთ ქართველ “მწერალ-პოეტებს” თანამედროვე ლიტერატურა.

Leave a comment